"ჩვენი დიპლომატია შეტევითი ხასიათის უნდა იყოს"- ილჰამ ალიევი
ჩვენი დიპლომატია შეტევითი ხასიათის უნდა იყოს, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ახლად დანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან ვიდეო ფორმატში გამართული შეხვედრის დროს განაცხადა.
„ჩვენი დიპლომატია შეტევითი ხასიათის უნდა იყოს, ეს აუცილებელია ეროვნული ინტერესების დასაცავად. თუმცა ჩვენ ხშირად საპირისპიროს ვხედავთ. ვხედავთ, რომ ის შერიგების პრინციპს ეფუძნება და ეროვნული ინტერესების გვერდზე გადადება ხდება. ამის შესახებ საკმარისი ინფორმაცია მაქვს. ამიტომ, გაითვალისწინეთ ეს საკითხი,“- განაცხადა ალიევმა.
მისივე თქმით, აზერბაიჯანს ისეთი დიპლომატები სჭირდება, რომლებიც არიან პროფესიონალები, „აქვთ ეროვნული სულისკვეთება და შეუძლიათ ქვეყნის დაცვა“.
შეგახსენებთ, გუშინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად ჯეიჰუნ ბაირამოვი დანიშნა, რომელსაც მანამდე განათლების მინისტრის პოსტი ეკავა.
სიახლეები
- "ოპოზიცია ომის დაწყებიდან ოთხი წლის თავზე იმას ლაპარაკობს მშვიდობაზე, რასაც „ქართული ოცნება“ ამბობდა 2022 წლის თებერვლიდანვე"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 თებერვლისთვის
- რატომ უნდა ვჭამოთ წიწიბურა ყოველდღე? - რას წერს არუნ ხათრი
- 16-22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი: თევზები კრიზისს ასრულებენ, კუროები კი წესრიგს ამყარებენ
- "რუსული იერიშების გამო კიევი კატასტროფის ზღვარზეა, კვლავ ღიად რჩება ჩვენი მომავლის საკითხი, გადავრჩებით თუ არა დამოუკიდებელ ქვეყნად" - ვიტალი კლიჩკო
