" მზად ვარ საკუთარ თავზე ავიღო პასუხისმგებლობა და ვიმოქმდო როგორც ეროვნულმა ლიდერმა"
ბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია აცხადებს, რომ მზად არის როგორც „ეროვნულმა ლიდერმა იმოქმედოს“.
ამის შესახებ მან ბელარუსის მოსახლეობისადმი ახალ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„თქვენ მე მომეცით საკუთარი ხმები და ამას ძალიან ვაფასებ. ზუსტად ვიცი, რატომ გააკეთეთ თქვენ ეს: ჩვენ ყველას გვსურს ამ დაუსრულებელი წრიდან გამოსვლა, რომელშიც 26 წლის წინ აღმოვჩნდით. მზად ვარ საკუთარ თავზე ავიღო პასუხისმგებლობა და ამ პერიოდში ვიმოქმდო როგორც ეროვნულმა ლიდერმა, რათა ქვეყანა დამშვიდდეს და ნორმალურ რიტმს დაუბრუნდეს, რათა ჩვენ გავათავისუფლოთ ყველა პოლიტპატიმარი, უმოკლეს დროში მოვამზადოთ საკანონმდებლო ბაზა და პირობები ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ორგანიზებისთვის“, - განაცხადა მან ვიდეომიმართვისას.
ბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატმა ქვეყნის უსაფრთხოების ძალებსა და სამართალდამცავებს მოუწოდა, ალექსანდრე ლუკაშენკოს ხელისუფლების მხარდაჭერა შეწყვიტონ და აღნიშნა, რომ თუკი ასე მოიქცევიან, აპატიებენ იმას, რაც აქამდე ჩაიდინეს.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ბელარუსი დატოვა და ლიეტუვას შეაფარა თავი. გამგზავრების შემდეგ მან გაავრცელა ვიდეო მიმართვა, სადაც აცხადებდა, რომ ქვეყანა საკუთარი შვილების უსაფრთხოების გამო დატოვა, თუმცა მოკლე ხანში კიდევ ერთი ვიდეო მიმართვა გაავრცელა და ბელარუსელებს საპროტესტო აქციების გაგრძელოებისკენ მოუწოდა.
ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 9 აგვისტოს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ამომრჩეველთა ხმების 80.1%, ხოლო სვეტლანა ტიხანოვსკაიამ - 10.12% მიიღო.
სიახლეები
- "ერთნაირი მეთოდებით გვებრძოდნენ: ზვიად გამსახურდია ფიზიკურად გაანადგურეს, მე მომწამლეს" - მიხეილ სააკაშვილი
- "ადამიანებმა თავიანთი სიცოცხლე გასცეს დამოუკიდებლობისთვის და ჩვენ ამას გავაგრძელებთ" - სალომე ზურაბიშვილი
- “პატრიარქის არჩევნები ეკლესიის შიდა საქმეა და ჩარევა არავინ არ უნდა სცადოს...” - სანდრო თვალჭრელიძე
- "ეს ძალიან სწრაფად დასრულდება, თუ იმას გააკეთებენ, რაც უნდა გააკეთონ - ჩემი ნება რომ იყოს, ნავთობს ავიღებდი, დავიტოვებდი და ბევრ ფულს ვიშოვიდით"
- საქართველოში შესაძლოა ახალი - C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა დაინერგოს
