"მიუღებელია უცხო ძალების მცდელობა, ჩაერიონ ბელარუსის შიდა საქმეებში"
უცხო ძალების მცდელობა, ჩაერიონ ბელარუსის შიდა საქმეებში, მიუღებელია, - კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.
„მხარეებმა ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი სიტუაცია დაწვრილებით განიხილეს. რუსულმა მხარემ აღნიშნა, რომ უცხო ძალების მცდელობა, ჩაერიონ ბელარუსის შიდა საქმეებში, მიუღებელია,“- ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ სიტუაცია რაც შეიძლება მალე გაუმჯობესდება.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დღეს გამართული სატელეფონო საუბარი დროს ბელარუსში არსებული სიტუაცია განიხილეს.
სიახლეები
- "ერთნაირი მეთოდებით გვებრძოდნენ: ზვიად გამსახურდია ფიზიკურად გაანადგურეს, მე მომწამლეს" - მიხეილ სააკაშვილი
- "ადამიანებმა თავიანთი სიცოცხლე გასცეს დამოუკიდებლობისთვის და ჩვენ ამას გავაგრძელებთ" - სალომე ზურაბიშვილი
- “პატრიარქის არჩევნები ეკლესიის შიდა საქმეა და ჩარევა არავინ არ უნდა სცადოს...” - სანდრო თვალჭრელიძე
- "ეს ძალიან სწრაფად დასრულდება, თუ იმას გააკეთებენ, რაც უნდა გააკეთონ - ჩემი ნება რომ იყოს, ნავთობს ავიღებდი, დავიტოვებდი და ბევრ ფულს ვიშოვიდით"
- საქართველოში შესაძლოა ახალი - C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა დაინერგოს
