"ღმერთმა ნუ ქნას, ყუმბარების სროლა დაიწყონ, ამას არ დავუშვებთ"
ქუჩას გავუმკლავდებით, როგორც არ უნდა სურდეთ ამ ვითარების დესტაბილიზაცია, - სააგენტო „ბელტას“ ინფორმაციით, ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.
„ჩვენთვის მთავარია ეკონომიკა. თუ ნორმალურად იმუშავებს საწარმოები, კატაკლიზმები ვერ შეგვაშინებს. ქუჩას გავუმკლავდებით, როგორც არ უნდა სურდეთ ამ ვითარების დესტაბილიზება“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
როგორც ლუკაშენკომ აღნიშნა, ყველამ ნახა, რომ მოქმედ პრეზიდენტს საყრდენი აქვს. ლუკაშენკოს თქმით, მას მხარდაჭერა სამ მილიონამდე ადამიანმა გამოუცხადა.
„უნდა ვიცხოვროთ მშვიდად, ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. რაც შემეხება მე, ძალოვან სტრუქტურებს და სხვებს, ასევე ჩვენს საქმეს გავაკეთებთ, მხოლოდ კანონის ფარგლებში. ამიტომ, უნდა გადავშალოთ ბიბლია, ვგულისხმობ, კანონს და წავიკითხოთ: ამისთვის – ასეთი სანქციები, ამისთვის – ისეთი სანქციები. ჩვენ სისხლისმსმელები არ ვართ, არ ვაპირებთ არავის დახრჩობას, ქუჩაში დევნას, თუ ამას არ გვაიძულებენ“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.
მან ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლების ვალდებულება ხალხის დაცვაა.
„ხალხი დაიღალა. ხალხმა გააცნობიერა, როგორია იცხოვრო მშვიდ ქალაქ მინსკში და როგორია, როდესაც ქუჩები იბომბება, როდესაც „მოლოტოვის კოქტეილებსა“ და სხვა საგნებს აივნებზე ისვრიან. ღმერთმა ნუ ქნას, ყუმბარების სროლა დაიწყონ. ჩვენი ქვეყნის გარშემო ჩამოყალიბდნენ დაჯგუფებები, რომლებიც მზად არიან, აქ ჩამოვიდნენ და ეს ცეცხლი დაანთონ. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, პირდაპირ გეუბნებით,“- აღნიშნა ლუკაშენკომ.
სიახლეები
- "10 წლის წინ „ქართულმა ოცნებამ“ დაპირება გასცა, რომ წყალტუბოში 5-ვარსკვლავიან სასტუმროს გააკეთებდნენ, თუმცა აქ კვლავაც „ქოცური“ ნანგრევებია" - გრიგოლ გეგელია
- რა დათმობაზე შეიძლება წავიდეს პუტინი - “თუ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა, ეს ტრამპისთვის პოლიტიკურად დამღუპველი იქნება”
- "პუტინი ჭკვიანი კაცია, კარგად ვუგებთ ერთმანეთს, შეიძლება, შეხვედრაზე რაღაცას მივაღწიოთ" - დონალდ ტრამპი
- "ის, რომ ლაზარე გრიგორიადისის შემდეგ, კიდევ ვიღაცამ გაბედა „მოლოტოვის კოქტეილის“ ხელში აღება, სრულად ბრიუსელის სინდისზეა" - შალვა პაპუაშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 აგვისტოსთვის