თურქეთს საბერძნეთის წინააღმდეგ კოზირი აქვს - «C-400»

თურქული პრესის ყურადღების ცენტრში თურქეთ-საბერძნეთს შორის გამწვავებული სიტუაცია წარმოადგენს.

ყოველდღიურ კონსერვატიულ გამოცემა „სთარ გაზეტე“-ში («Star Gazete») დაბეჭდილია სარედაქციო სტატია სათაურით „თურქეთს საბერძნეთის წინააღმდეგ კოზირი აქვს - «C-400»!“

 

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

 

ექსპერტები, აფასებენ რა თურქეთის წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო საფრთხეებს  ეგეოსის ზღვაში, აღნიშნავენ: „ეს საფრთხეები ადასტურებენ იმას, თუ რამდენად სწორი და დროული გადაწყვეტილება იყო რუსული რაკეტების «C-400»-ების შეძენის შესახებ. დრეს სიტუაცია ასეთია: რუსული საზენიტო კომპლექსის «C-400»-ის შესაბამის პოზიციებზე გაშლა-დაყენება აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთს სამხედრო თვითმფრინავებისათვის „უკაცრიელ ზონად“ გადააქცევს, რაც, [საბერძნეთთან] ომის შემთხვევაში თურქეთისათვის დიდი უპირატესობა იქნება.

 

ათენის ბოლო პროვოკაციებმა - «F-16»-ების დემონსტრაციული ფრენები, სამხედრო ქვედანაყოფების განლაგება დემილიტარიზებულ კუნძულ კასტელორიზოზე, სამხედრო მანევრები საფრანგეთთან და არაბულ საემიროებთან ერთად - ყოველივე ამან ახალი სიმწვავე შესძინა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ისედაც არსებულ დაძაბულობას.

 

უმაღლესი თანამდებობის მქონე პირების გადრთხილებები იმაზე, რომ ომი უბრალო შემთხვევამაც კი შეიძლება გამოიწვიოსო, გვაჩვენებს იმას, თუ რამდენად კრიტიკულ ხასიათს ატარებს რეგიონში შექმნილი ვითრება. პრობლემური სიტუაცია, რომელიც დღის წესრიგში თავდაპირველად ენერგორესურსების დაზვერვით დადგა, ამჟამად უკვე „უსაფრთხოების პრობლემაშია“ გადაზრდილი, თუმცა თურქეთს აქვს მისი გადაწყვეტის შესაძლებლობა.

 

ტელეკომპანია TRT World-шის ანალიტიკოსმა იუსუფ ერიმმა პროგრამა „ენი შაფაკ“-ში საუბრისას ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ რუსული რაკეტების «C-400»-ების არსებობა დაძაბულობის პროცესში ერთ-ერთ ძალზე მნიშვნელოვან ფაქტს წარმოადგენს: „აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში შექმნილი სამხედრო დაძაბულობა და საბერძნეთის პროვოკაციები გვაჩვენებს იმას, თუ რამდენად სწორი და დროული იყო აღნიშნული რაკეტების შეძენა თურქეთის მიერ. ეს ჩვენი კოზირია“.

 

იუსუფ ერიმის თქმით, საფრანგეთი და გაერთიანებული საემიროები საბერძნეთს ისე იყენებენ, როგორც სუბმენარდეს, მათდამი დაქვემდებარებული კონტრაქტორის სახით: „სხვათა შორის, ლიბიაშიც ორივე - პარიზიც და აბუ-დაბიც მსგავსი სახით მოქმედებდა და ჰალიფ ჰაფტარით მანიპულირებდნენ. ის რომ საფრანგეთი და საემიროები საბერძნეთის მხარეზე დადგნენ, თურქეთისათვის, სამხედრო თვალსაზრისით, დიდი პრობლემა არ არის“.

 

ომის შემთხვევაში საბერძნეთი მარტო დარჩება, ასე თვლის იუსუფ ერიმი. „პარიზი და აბუ-დაბი, რასაკვირველია, ათენს ფინანსებით და იარაღით დაეხმარებიან, მაგრამ თუ დღევანდელი დაძაბულობა ცხელ ომში გადაიზრდება, სამხედრო მოქმედებებში არც საფრანგეთი და არც არაბთა გაერთიანებული საემიროები არ ჩაებმებიან“, - აღნიშნავს ანალიტიკოსი, - ეს ომი მათ ტერიტორიაზე კი არ იქნება, არამედ მოშორებით, საბერძნეთის კუნძულებზე და მატერიკულ ნაწილზე. ათენელებმა ეს უნდა გააცნობიერონ“.

 

წყარო:

https://www.star.com.tr/guncel/turkiyeden-yunanistana-karsi-s-400-kozu-dogu-akdenizi-ucusa-yasak-bolge-haline-getirir-haber-1569550/

 

მოამზადა - სიმონ კილაძემ

წაკითხვა 449 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.