"მსოფლიომ მეორე მსოფლიო ომის ტრაგიკული გაკვეთილი ვერ აითვისა" - ვლადიმირ ზელენსკი

ყირიმის ოკუპაცია და რუსეთის აგრესია დონბასში აჩვენებს, რომ მსოფლიომ მეორე მსოფლიო ომის ტრაგიკული გაკვეთილი ვერ აითვისა, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, გაერო-ს დაარსებიდან 75-ე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

„სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ მსოფლიო 21-ე საუკუნეში სავსეა კონფლიქტებით, აგრესიით, დიქტატურითა და ადამიანის უფლებების დარღვევებით. 75 წლის წინ გაერო-ს დაარსება გახდა იმის სიმბოლო, რომ კაცობრიობას უნდა გაეთავისებინა მეორე მსოფლიო ომის ტრაგიკული გაკვეთილი. თუმცა, ყირიმის ოკუპაცია და დონბასში რუსეთის სამხედრო აგრესია აჩვენებს, რომ ეს გაკვეთილი ათვისებული არ არის. მინდა, შეგახსენოთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ომი უკრაინაში, ეს არის ომი ევროპაში. ეს არ არის მხოლოდ დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის ხელყოფა, ეს მსოფლიოში გავლენის სფეროების განაწილების დაბრუნების მცდელობას ჰგავს“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დღევანდელი მსოფლიო ისეთივე რთულია, როგორც 75 წლის წინ იყო.

 

„მშვიდობა და კეთილდღეობა რჩება იმ ღირებულებებად, რომლისთვისაც ადამიანები ღვრიან სისხლს ჩვენი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. გასული 75 წლის წინ კაცობრიობამ უმაღლესი მწვერვალები დაიპყრო, ჩავიდა ყველაზე ღრმა უფსკრულებში, დაიპყრო კოსმოსი და ახალი ტექნოლოგიებით გაერო-ს სხდომების გამართვა დისტანციურადაც კი შეუძლია. ამიტომ ნუთუ ჩვენ მართლა არ შეგვიძლია, შევაჩეროთ აგრესია და ომები? ნუთუ ჩვენ კიდევ გვჭირდება სისხლიანი გაკვეთილები, რათა გადავაფასოთ ჩვენი არსებობა ამ პლანეტაზე? წელს კორონავირუსის პანდემია ყველა ქვეყნისთვის შოკი გახდა. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს გამაფრთხილებელი ნიშანი, რათა შევწყვიტოთ დავა და გავაერთიანოთ ძალისხმევა რეალური შედეგების მისაღწევად. დავიწყოთ ახლა. გეგმა „ბე“ არ არის, ჩვენ ვცხოვრობთ აქ და მხოლოდ ერთხელ“, – აღნიშნა ვლადიმირ ზელენსკიმ.

წაკითხვა 378 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.