სომხები სატვირთო თვითმფრინავების ჩამოგდებით იმუქრებიან
"სომხურმა შეიარაღებულმა ძალებმა შესაძლოა იმ თვითმფრინავების ჩამოგდება დაიწყონ, რომლითაც აზერბაიჯანს შეიარაღება მიეწოდება. ამის შესახებ, სომხეთის რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, არმენ აშოტიანმა განაცხადა. რამდენად შესაძლებელია ამან კავკასიაში და კერძოდ საქართველოს საჰაერო სივრცეში ავიამიმოსვლას რაიმე საფრთხე შეუქმნას?“, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, სომხები სატვირთო თვითმფრინავების ჩამოგდებით იმუქრებიან - ემუქრება თუ არა საფრთხე ავიამიმოსვლას საქართველოს საჰაერო სივრცეში
"აღსანიშნავია სხვადასხვა სომხური საინფორმაციო წყაროები საქართველოს სწორედ იმაში ადანაშაულებენ, რომ აზერბაიჯანისათვის შეიარაღების მიწოდება საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით ხდება, თუმცა სომხეთის ოფიციალური ხელისუფლება ამას უარყოფს. აშოტიანის თქმით, თუკი საერთაშორისო თანამეგობრობას არ შეუძლია შეაჩეროს იარაღის მიწოდება აზერბაიჯანისათვის, ყარაბაღს სრული მორალური უფლება აქვს, წინასწარი გაფრთხილების შემდეგ, ჩამოაგდოს ნებისმიერ თვითმფრინავი, რომელსაც ომის დროს აზერბაიჯანში შეიარაღება მიაქვს. რამდენად შესაძლებელია, რომ ამან საფრთხე შეუქმნას ზოგადად ავიამიმოსვლას კავკასიაში და კერძოდ საქართველოს საჰაერო სივრცეში - ამის სესახებ „რეზონანსთან" ისაუბრა საერთაშორისო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ და განაცხადა, რომ სომხეთს არ აწყობს საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება. მისივე თქმით, სომხეთი მხოლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიას შეეხება”, - აღნიშნავს გამოცემა.
"არ მგონია, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიას მიწვდნენ. თუმცა, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შეიძლება ჩამოაგდონ თურქეთიდან წამოსული თვითმფირნავები. აზერბაიჯანის ტერიტორიას შეეხებიან. მხოლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოახდენენ ჩამოგდებას. სომხებს ტექნიუკური საშუალება აქვთ. ასევე მათ გააჩნიათ რუსეთის შეიარაღებული ძალების მეშვეობით საბრძოლო ტექნიკა. საქართველოში ავიამიმოსვლა უსაფრთხო იქნება, თუმცა აზერბაიჯანის მიმართულებით შეიძლება ცოტა ეჭვი შემეპაროს. სომხეთს არ აწყობს საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება", - განაცხადა მაისაიამ”, - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- "ერთნაირი მეთოდებით გვებრძოდნენ: ზვიად გამსახურდია ფიზიკურად გაანადგურეს, მე მომწამლეს" - მიხეილ სააკაშვილი
- "ადამიანებმა თავიანთი სიცოცხლე გასცეს დამოუკიდებლობისთვის და ჩვენ ამას გავაგრძელებთ" - სალომე ზურაბიშვილი
- “პატრიარქის არჩევნები ეკლესიის შიდა საქმეა და ჩარევა არავინ არ უნდა სცადოს...” - სანდრო თვალჭრელიძე
- "ეს ძალიან სწრაფად დასრულდება, თუ იმას გააკეთებენ, რაც უნდა გააკეთონ - ჩემი ნება რომ იყოს, ნავთობს ავიღებდი, დავიტოვებდი და ბევრ ფულს ვიშოვიდით"
- საქართველოში შესაძლოა ახალი - C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა დაინერგოს
