ოქტომბერი 12 2022 წაკითხვა 290 ჯერ

რუსეთი მზად არის, ევროპას ენერგორესურსები მიაწოდოს, მათ შორის ამ შემოდგომასა და ზამთარში, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „რუსეთის ენერგეტიკის კვირის“ ფორუმზე განაცხადა.

ოქტომბერი 12 2022 წაკითხვა 313 ჯერ

ევროკავშირის ელჩები საქართველოსა და უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებში გაცემული რუსული სამოგზაურო დოკუმენტების მიუღებლობაზე შეთანხმდნენ.

ოქტომბერი 12 2022 წაკითხვა 289 ჯერ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უწოდებს რაციონალურ მოთამაშეს, თუმცა, მიიჩნევს, რომ მან უკრაინაში შეჭრისას თავისი შესაძლებლობები ვერ გათვალა. ამის შესახებ ბაიდენმა განაცხადა ამერიკულ ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში.

ოქტომბერი 12 2022 წაკითხვა 290 ჯერ

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა დღეს გამოაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე 8 ოქტომბერს მომხდარი ტერაქტის გამოძიების ფარგლებში დააკავა რუსეთის 5 და უკრაინის და სომხეთის 3 მოქალაქე. რუსული უშიშროების მტკიცებით, დადგენილია თანამონაწილეთა ვინაობა და მათგან 2 საქართველოს მოქალაქეა.

ოქტომბერი 12 2022 წაკითხვა 257 ჯერ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 11 ოქტომბერს „დიდი შვიდეულის“ სამიტისადმი ონლაინ მიმართვაში თქვა, რომ აუცილებელია რუსეთიდან ნავთობისა და გაზის ექსპორტზე ფასების მკაცრი ზედა ზღვრის დაწესება. მან ისაუბრა იმაზე, რომ 10 და 11 ოქტომბერს რუსეთმა წამოიწყო ესკალაციის ახალი ტალღა, როცა ქალაქებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მის სარაკეტო იერიშებს 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ოქტომბერი 12 2022 წაკითხვა 320 ჯერ

უნდა ვაღიარო, როდესაც ამერიკელებმა გვითხრეს, რომ რუსეთი თავს დაესხმება უკრაინას, ჩვენ არ გვინდოდა ამის დაჯერება, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში გამართულ ამბასადორიალზე განაცხადა.

გვერდი 124 სულ 313
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

TOP.GE

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.