ტაივანში ვიზიტით მყოფი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ქვეყნის პრეზიდენტს, ცაი ინ-ვენსშეხვდა. ცაი ინ-ვენმა ამერიკელ სენატორს ტაივანში ვიზიტისთვის და ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ტაივანის პრეზიდენტმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის მაგალითი მოიყვანა.
უკრაინა არასდროს არ წავა დათმობებზე რუსეთის მიმართ დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით.
აშშ უკრაინას გაუწევს დამატებით 550 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ახალი პაკეტი მოიცავს საშუალებებს, რომლებსაც უკრაინელები ეფექტურად იყენებენ საკუთარი ქვეყნის დასცავად. მათ შორისაა 75 ათასი, 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვი და დამატებითი საბრძოლო მასალები მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემისთვის(HIMARS).
უკრაინის ქალაქ მიკოლაევში ძლიერი აფეთქება მოხდა, - ინფორმაციას მიკოლაევის მერი ალექსანდრ სენეკევიჩი ავრცელებს.
"რუსული ჯარები დონეცკის რეგიონში უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე თავდასხმისთვის ავიაციას იყენებენ"
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 31 ივლისის დილის ექვსი საათის მდგომარეობით რუსეთის შეჭრის შესახებ ოპერატიულ ინფორმაციას აქვეყნებს.
31 ივლისის ღამეს რუსმა სამხედროებმა ქალაქი მიკოლაივი დაბომბეს, რამაც საცხოვრებელი სახლების დაზიანება და რამდენიმე ობიექტის განადგურება გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია მიკოლაევის მერზე, ალექსანდრ სიენკევიჩზე დაყრდნობით ავრცელებს.