ოქტომბერი 21 2024 წაკითხვა 92 ჯერ

სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიჭრა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე რუსეთის ჯარების დღევანდელი სარაკეტო შეტევის შედეგად. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

ოქტომბერი 21 2024 წაკითხვა 69 ჯერ

მოლდოვაში, კენჭისყრის წინასწარი შედეგების მიხედვით, პრეზიდენტი მაია სანდუ მეორე ტურში მის ოპონენტ, ყოფილ გენერალურ პროკურორ ალექსანდრე სტოიანოგლოსთან ერთად გავა.

ოქტომბერი 21 2024 წაკითხვა 72 ჯერ

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, კონგრესმენი ჯერი კონოლი მიიჩნევს, რომ ნატოში უკრაინის გაწევრიანების შესახებ საუბარი მხოლოდ მას შემდეგ ღირს, რაც უკრაინა თავისი ტერიტორიების სუვერენიტეტს აღიდგენს. ამის შესახებ კონოლიმ „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ოქტომბერი 20 2024 წაკითხვა 92 ჯერ

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი „რესპუბლიკური პარტიიდან“, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუ თეთრ სახლში დაბრუნდება, ჩინეთი ვერ გაბედავს მის პროვოცირებას, რადგან პრეზიდენტმა სი ძინპინმა იცის, რომ ის "გიჟია".

ოქტომბერი 17 2024 წაკითხვა 93 ჯერ

“მოსკოვი დაინტერესებულია საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებით და იმედოვნებს, რომ თბილისის პოზიციაში დადებითი ცვლილებები მომავალ მოლაპარაკებებზე აისახება და კონკრეტულ შედეგებს გამოიღებს“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ოქტომბერი 17 2024 წაკითხვა 82 ჯერ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატთან, დონალდ ტრამპთან საუბრისას უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების აუცილებლობა განიხილა, ასევე ახსენა, რომ კიევმა თავის დროზე ბირთვულ იარაღზე თქვა უარი.

გვერდი 5 სულ 246
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.