ხარკოვისა და დონეცკის ოლქების საზღვარზე უკრაინის დროშა აღიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი დონეცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.
პუტინმა უნდა აღიაროს, რომ უკრაინის ომს ვერ მოიგებს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ბრიტანულმა გაზეთმა „თაიმსმა“ (The Times) გამოაქვეყნა სტატია სათაურით „რუსეთის იმპერია უკვე იშლება: უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ ომს კრემლისთვის კატასტროფული შედეგები მოაქვს - მისი გავლენა სუსტდება იქ, სადაც ადრე დომინირებდა“ (ავტორი - რიჩარდ კემპი).
რუსეთის სახელმწიფო დუმამ მეორე და მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი სასჯელის გამკაცრების შესახებ ისეთი დანაშაულებისთვის, როგორიცაა დეზერტირობა, სამხედრო ქონების დაზიანება და დაუმორჩილებლობა, თუ ეს დანაშაულები ჩადენილია სამხედრო მობილიზაციის ან საბრძოლო სიტუაციების დროს.
თუკი უკრაინაში მშვიდობა დამყარდება, რა თქმა უნდა, იმ მიწების დაბრუნება, რომელზედაც რუსეთი შეიჭრა, ნამდვილად მნიშვნელოვანი გახდება, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა PBS-თან ინტერვიუში განაცხადა.