უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქში კონტრშეტევის დროს ძალიან ბევრი რუსი დაატყვევეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა.
გაერთიანებული სამეფოს მეფემ, ჩარლზ III-მ ხელი მოაწერა ფიცს, რომ დაიცავს შოტლანდიის ეკლესიის უსაფრთხოებას. მეფის შემდეგ ფიცს ხელი მოაწერეს დედოფალმა-კონსორტმა კამილამ და უელსის პრინცმა უილიამმა.
ხარკოვის ოლქში, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქ ბალაკლეიაში უკრაინის დროშა აღმართეს, - ამის შესახებ ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი „ტელეგრამში“ წერს.
დედოფალმა ელისაბედ მეორემ მსხვერპლი შესწირა მოვალეობას, მისი ერთგულება არასდროს შერყეულა, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ მესამემ მოსახლეობისადმი მიმართვისას განაცხადა.
ელისაბედ მეორის გარდაცვალების შემდეგ ძალაში შედის გეგმა, კოდური სახელწოდებით „ლონდონის ხიდი“, – ამის შესახებ „გარდიანი“ წერს.
გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, ელისაბედ II ბალმორალში სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება მას შემდეგ, რაც ექიმები მისმა ჯანმრთელობის მდგომარეობამ შეაშფოთა, - ინფორმაციას BBC-ი ბუკინგემის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს.