უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე დონეცკის ოლქის ქალაქ ჩასივ - იარში რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად კორპუსის ჩამონგრევისას გარდაცვლილთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. დაახლოებით 20-ზე მეტი კი - ნანგრევებშია ჩარჩენილი. აღნიშნული ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.
დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პავლო კირილენკო "ტელერამზე" წერს, რომ რუსულმა სამხედრო ძალებმა დონეცკში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. შენობის ნანგრევებში, მისი თქმით, სულ მცირე, 30 ადამიანია მოყოლილი, მათ შორის 9 წლის ბავშვიც.
„კორპუსის ორი შესასვლელი მთლიანად განადგურებულია. ადგილზე მაშველები მუშაობენ. ადგილობრივების თქმით, იქ, სავარაუდოდ, 34 ადამიანია", - წერს კირილენკო "ტელეგრამზე".
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ რუსეთ-უკრაინის ომის სადაზვერვო ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსული ძალები სლავიანსკის რაიონზე შეტევებს იზიუმიდან და ლისიჩანსკიდან აგრძელებს.
ომის დაწყებიდან უკრაინელებმა 37 200 რუსი სამხედრო მოკლეს, აქედან 300 - ბოლო 24 საათში, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. უწყების ცნობით, უკრაინულმა მხარემ რუსული ძალების სხვადასხვა სახის ტექნიკა გაანადგურა.
იაპონური მედიის ინფორმაციით, იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი შინძო აბე თავდასხმის შედეგად მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.
ახალ ლიდერს აღმოვუჩენ მაქსიმალურ მხარდაჭერას, რაც შემეძლება. მინდა იცოდეთ, რამდენად დამწუხრებული ვარ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურის დატოვებით, მაგრამ ასე გამოვიდა, – ამის შესახებ ბორის ჯონსონმა განაცხადა.