ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი მხარს არ დაუჭერს შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადებს.
უკრაინას შეუძლია მოიგოს ეს ომი - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერს ნატოს გაფართოების იდეას, მაგრამ აქვს წუხილი ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ტერორისტულ დაჯგუფებებთან მათი ურთიერთობის გათვალისწინებით, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ვაგრძელებთ ძალიან რთულ და დელიკატურ მოლაპარაკებებს, რათა გადავარჩინოთ ჩვენი ხალხი მარიუპოლიდან, „აზოვსტალიდან“. ჩვენ ამ საკითხებზე ყოველდღიურად ვმუშაობთ და მთავარია, შეთანხმებები შესრულდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 200 რუსი დამპყრობელი განადგურდა და ლიკვიდირებული მოწინააღმდეგეების საერთო რაოდენობა ახლა დაახლოებით 27 400 ადამიანს შეადგენს. ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.