''100 დღის წინ რუსეთმა წამოიწყო გაუმართლებელი ომი უკრაინელების სიმამაცე ჩვენს აღტაცებას იმსახურებს''
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინის გვერდით არის.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რელიგიის თავისუფლების შესახებ 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოზეც არის საუბარი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში აცხადებენ, რომ უკრაინელმა სამხედროებმა მტერს ოთხი მიმართულებით უკან დახევა აიძულეს. კერძოდ, სლავიანსკის, სევეროდონეცკის, კრივოიროგის მიმართულების და ასევე კრასნოგოროვკასა და პოლტავკასთან.
უკრაინა ყოველდღიურად 60-დან 100-მდე ჯარისკაცს კარგავს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას ევროკავშირის წევრი არც ერთი დიდი სახელმწიფო მხარს არ უჭერს, გარდა იტალიისა. ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის სამიტის მეორე დღის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები რუსეთის და რუსი ხალხის სიძულვილს ეფუძნება და მათ წინააღმდეგაა მიმართული.