ის არა მხოლოდ უკრაინის დაპყრობას ცდილობს, არამედ ნამდვილად ცდილობს, გაანადგუროს უკრაინელი ხალხის კულტურა და იდენტობა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინზე საუბრისას განაცხადა.
ოკუპანტები ცდილობენ, ომის მე-100 დღეს მაინც მიაღწიონ იმ მიზნებს, რისი იმედიც 24 თებერვლის შემდეგ, პირველ დღეებში ჰქონდათ, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან რთული სიტუაციაა. ოკუპანტები ცდილობენ, ომის მე-100 დღეს მაინც მიაღწიონ იმ მიზნებს, რისი იმედიც 24-ის შემდეგ, პირველ დღეებში ჰქონდათ. ამიტომ, მათ დონბასში მოახდინეს არტილერიის მაქსიმალური კონცენტრაცია, მაქსიმალური რეზერვები – არის სარაკეტო დარტყმები, ავიაცია, ყველაფერი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ უკრაინა იცავს თავის მიწას, რამდენადაც ამის საშუალებას არსებული თავდაცვის რესურსი იძლევა. მისი თქმით, ყველაფერს აკეთებს ამ რესურსის გასაზრდელად.
„თუ დამპყრობლებს ჰგონიათ, რომ ლიმანი და სევეროდონეცკი მათი იქნება, ცდებიან. დონბასი უკრაინული იქნება, რადგან ეს ჩვენ ვართ, ეს არის ჩვენი არსი და მაშინაც კი, თუ რუსეთი ყველგან ნგრევას და ტანჯვას მოიტანოს, ჩვენ მაინც აღვადგენთ ყველა ქალაქს და ყველა დასახლებას. იქ ჩვენი უკრაინული დროშების რეალური ალტერნატივა არ არსებობს და არ იქნება“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
ის არა მხოლოდ უკრაინის დაპყრობას ცდილობს, არამედ ნამდვილად ცდილობს, გაანადგუროს უკრაინელი ხალხის კულტურა და იდენტობა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინზე საუბრისას განაცხადა.
რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ფარული მობილიზაცია გრძელდება. მტერი აგრძელებს მოძველებული იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის საწყობებიდან ამოღებას. ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე რეზერვისტების წვრთნა მიმდინარეობს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
სევეროდონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ სტრიუკის განცხადებით, „სასტიკი თავდაცვის ფონზე ქალაქში საცხოვრებლების 90% განადგურებულია“.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა მხარი დაუჭირა უკრაინაში მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემის გაგზავნას.