უკრაინის დედაქალაქ კიევში გამთენიისას რამდენიმე აფეთქება მოხდა.
უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები შეჩერებულია, რადგან რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინის საკითხის სამხედრო გადაწყვეტაზე დებს ფსონს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
რუსეთის ჯარს შეუძლია შეაჩეროს მკვლელობები, თუ ერთი ადამიანი მოსკოვში ბრძანებას გასცემს, ასეთი ბრძანების არარსებობა კი მთელ მსოფლიოს ამცირებს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„რუსი სამხედროები, რომლებიც სამთვიანი ბრძოლების შედეგად დაქანცულები და დემორალიზებულნი არიან, ახლაც იგივე შეცდომებს უშვებენ, რასაც ომის პირველ ეტაპებზე ვხედავდით“, - აღნიშნულია ამერიკულ გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „რუსები აღმოსავლეთ უკრაინაში შეცდომებს იმეორებენ“ (ავტორი - ჰელენ კუპერი), რომელიც ამერიკელი სამხედრო ჩინოვნიკების გამონათქვამებს ეფუძნება.
“რუსეთი მზადყოფნას გამოთქვამს იმაზე, რომ კიევთან სამშვიდობო შეთანხმებებს ხელი მოაწეროს, თუმცა უკრაინის ხელისუფლება და უკრაინელი ხალხი არცერთი გოჯი მიწის დათმობას და უკან დახევას არ აპირებს და აცხადებენ, რომ ყველა იმ ტერიტორიას დაბრუნებენ, რომელიც ისტორიულად ეკუთვნით.
გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ უკრაინაში ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და ომის დასასრულებლად მოლაპარაკებები დაიწყოს. ამის შესახებ ნათქვამია ანტონიუ გუტერეშის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან 100 დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.