იცოდით, რომ თითოეული ნაოჭი, კონკრეტული ემოციის შესახებ საუბრობს?

ჰორიზონტალური ხაზები შუბლზე

სპეციალისტების აზრით, შუბლის ხაზები უკავშირდება წარსულის ტრამვულ გამოცდილებას ან თუნდაც, შოკს. ადამიანები, რომლებსაც შფოთვა ახასიათებთ, ხშირად სწევენ წარბებს მაღლა. ასეთი ჰორიზონტალური ნაოჭები აქვთ იმ ადამიანებსაც, რომლებიც ბევრს ფიქრობენ. ასევე, თუკი კისრის ან თავის ტკივილს უჩივით, შესაძლოა, ეს ნაოჭებიც გაწუხებთ.

 

ხაზები წარბებს შორის

ადამიანები, რომლებსაც წარბებს შორის 2 ღრმა ხაზი აქვთ, საზოგადოებაში ინტელექტუალებად მიიჩნევა. ექსპერტები ამბობენ, რომ ამ ნაოჭებს, ძალიან ძლიერ ნეგატიურ ემოციასთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ხაზები წარბებს შორის ხშირად აქვთ ძლიერ, კარიერულად წარმატებულ ქალებს - ადვოკატებს, მოსამართლეებს და ექიმებს. ხაზები წარბებს შორის უკავშირდება ისეთ ემოციებს, როგორებიცაა იმედგაცრუება, მოთმინება და ქრონიკული წუხილი.

                                

ე.წ. „ბატის ფეხები“

ეს ნაოჭები კი ბედნიერ ადამიანებთან ასოცირდება, რადგან ისინი ბევრს იღიმიან ან იცინიან. თუმცა, თუ ძალიან ჩავუღრმავდებით,ეს ნაოჭები დაძაბულობის გრძნობას უკავშირდება. მაგალითად, ის ხშირია ადამიანებში, რომლებიც ხშირად იღებენ რთულ გადაწყვეტილებებს.

 

ტუჩის ხაზები

ეს ნაოჭი ისეთ მავნე ჩვევაზე მიუთითებს, როგორიცაა მოწევა. ექსპერტები ასევე ამბობენ, რომ ადამიანებს, რომლებიც ამ სამყაროში ვერაფერ კარგს ვერ ხედავენ, სავარაუდოდ მსგავსი ნაოჭები გაუჩნდებათ.

 

ხაზები თვალების ქვეშ

ასეთი ხაზები უკავშირდება ღრმა, ხანგრძლივ მწუხარებას. მაგალითად - დაკარგული სიყვარულის განცდას, რომელიც წლები ტანჯავს ადამიანს. სტრესული ცხოვრების წესი, ასევე, თვალების ქვეშ არსებული ხაზების მიზეზია. უფრო მეტიც, ექსპერტები ამბობენ, რომ ადამიანები, რომლებიც უშვილობას ებრძვიან, მსგავსი ნაოჭებით გამოირჩევიან.

 

ცხვირის ხაზები

მართალია ეს ნაოჭი სიცილის ასოციაციას იწვევს, მაგრამ ის უკავშირდება სევდას და  ცხოვრებისეულ იმედგაცრუებას. სპეციალისტები ამბობენ, რომ ასევე, ეს ნაოჭი არის კუჭ-ნაწლავის ქრონიკული პრობლემების იდენტიფიკატორიც.

 

პირი და ქვედა ლოყები

პირის დაშვებულ ნაოჭების მთავარი გამომწვევი მიზეზი არის  მწუხარება, სევდა და ტანჯვა. უფრო მეტიც, როგორც წესი, ეს ნაოჭები, შფოთვითი აშლილობის პარალელურად ფორმირდება.

 

 

წაკითხვა 480 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 20 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.