პოლონეთი ბარიერს ააგებს მის საზღვარზე რუსეთის კალინინგრადის ექსკლავთან - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა 2 ნოემბერს, იმ ფონზე, როცა ვარშავა ეჭვობს, რომ რუსეთი გეგმავს აფრიკელი და აზიელი მიგრანტების საზღვარზე გადაშვებას მომავალ კვირაში.
დასავლეთის ქვეყნები მსოფლიოს გლობალური ომისკენ უბიძგებენ. მხოლოდ რუსეთის სრული და საბოლოო გამარჯვებაა მსოფლიო კონფლიქტის აცილების გარანტია. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
რუსეთი ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის განხორციელებაში აქტიურად დაეხმარება.
“გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე ლაპინი, რომელიც უკრაინის ომში რუსეთის ჯარების დაჯგუფება “ცენტრს” მეთაურობდა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ჭყლეტა — მომაკვდინებელი ფენომენი, რომელსაც სამხრეთ კორეაში 154 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მარტივი ფიზიკით აიხსნება. ამის შესახებ ექსპერტი გამოცემა Insider-თან საუბრობს.
10 ოქტომბერი, ომის დაწყების შემდეგ, უკრაინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე იყო. დილიდან საჰაერო განგაშის სიგნალი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ისმოდა. დაიბომბა კიევი, ლვოვი, ჟიტომირი, ხმელნიცკი და კიდევ რამდენიმე ქალაქი. მხოლოდ დედაქალაქში 10-მდე ადამიანი დაიღუპა.