აპრილი 07 2022 წაკითხვა 329 ჯერ

რუსეთმა კიევიდან და კიევის მიმდებარე ტერიტორიებიდან ჯარები გაიყვანა არა იმიტომ, რომ როგორც პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, მათ მოლაპარაკებებისთვის კონსტრუქციული ატმოსფეროს შექმნა სურდათ, არამედ იმიტომ, რომ უკრაინის არმიამ მათ უკან დაახევინათ და დამატებითი რესურსები სჭირდებათ დონბასში ფართომასშტაბიანი შეტევისთვის, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

აპრილი 07 2022 წაკითხვა 454 ჯერ

ნატო პირდაპირ არ ჩაერთვება ომში, არ გააგზავნის ჯარებს, მაგრამ სხვადასხვა გზით მხარს დაუჭერს უკრაინას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

აპრილი 07 2022 წაკითხვა 325 ჯერ

ავსტრალიამ დღეს ახალი სანქციები გამოაცხადა, რომელიც 67 რუს ოფიციალურ პირს ეხება.

აპრილი 07 2022 წაკითხვა 373 ჯერ

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნები უკრაინას აღჭურვილობის მიწოდებით მხარს უჭერენ, რათა „დაიცვან მისი თავდაცვის უფლება, რომელიც გაეროს ქარტიითაა დაცული“.

აპრილი 07 2022 წაკითხვა 344 ჯერ

რაც უფრო მეტ იარაღს მივიღებთ და რაც უფრო სწრაფად ჩამოვა ის უკრაინაში, მით მეტი სიცოცხლე გადარჩება, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ნატო-ს მინისტერიალის დაწყების წინ განაცხდა.

აპრილი 07 2022 წაკითხვა 360 ჯერ

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განვიხილავთ უკრაინისთვის მეტი თავდაცვითი სისტემების, ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების, მსუბუქი და მძიმე შეიარაღების და სხვა მრავალი სახის დახმარების საჭიროებას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

გვერდი 182 სულ 316
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.