აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტი ჯო ბაიდენი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა. ბაიდენმა „ფაიზერისა“ და „ბიოენტექის“ მიერ შემუშავებული ვაქცინა დელავერში, მის სახლთან ახლოს მდებარე საავადმყოფოში გაიკეთა.
აცრის შემდეგ, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, რომ ვაქცინასთან დაკავშირებით საშიში არაფერია. მან ყურადღება გაამახვილა ვაქცინის უსაფრთხოებაზე, შეაქო აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და თქვა, რომ ამჟამინდელი ადმინისტრაცია ვაქცინის განაწილების დაწყებისთვის „გარკვეულ პატივისცემას იმსახურებს“.
ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ვაქცინის განაწილებას დრო დასჭირდება და მოუწოდა მოქალაქეებს, ატარონ ნიღბები, ასევე უარი თქვან ზედმეტ მოგზაურობაზე შობის პერიოდში.
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური ალექსეი ნავალნის მიერ ჩატარებულ გამოძიებას პროვოკაციად აფასებს. რუსული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ რუსი ოპოზიციონერის მიერ „ნოვიჩოკით“ მისი მოწამვლის შესახებ გამოქვეყნებული ე.წ. გამოძიება უცხოეთის სპეცსამსახურების დახმარებით არის მომზადებული.
ვირუსები ხშირად განიცდის მუტაციას. არ ველოდებით, რომ ეს რაიმე სახის გავლენას მოახდენს ვაქცინაზე ან ვაქცინაციაზე, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგნელმა მარია ვან კერკოვმა განაცხადა, რასაც „სიენენი“ ავრცელებს.
გერმანიის ხელისუფლება, გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის ახალი, უფრო გადამდები შტამის გავრცელების გამო, დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის სატრანსპორტო მიმოსვლის სრულ შეჩერებას ითხოვს.
ინდოეთის მოსახლეობის 70% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე უარს აცხადებს.
NASA მარსზე, Boston Dynamics-ის მიერ შემუშავებული, Au-Spot-ის მოდელის რობოტი ძაღლის გაგზავნას გეგმავს.