"როდესაც გვამები ყრია საავადმყოფოებში, ეს ნაძირალა გამოდის და ამას ბედავს"- უგულავა ცქიტიშვილზე
,,პირწავარდნილ ნაძირლობასთან გვაქვს საქმე, უვიცობასთან და უტიფრობასთან, მაგრამ გასაკვირი რა თქმა უნდა არაა. ,,ქართული ოცნება" სულ გადაბრალების რეჟიმშია", – ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის დღევანდელ განცხადებას.
"ჯერ შპრიცებს ვყრიდით სადარბაზოებში, მერე საბურავებს და ახლა კოვიდს. თუ ვინმე არის დამნაშავე ამ ქაოსში და ჩაფლავებულ ბრძოლაში პანდემიასთან, არის თავიდან ბოლომდე ხელისუფლება.
მარტში, თავიდან როდესაც გავრცელდა კოვიდი, ციხეში ვიჯექი – გადაგერთოთ სახელისუფლებო არხებზე და პირდაპირ ეწერა: რომელი უფრო მძიმეა – COVID 19 თუ ნაცვირუსი? ეს იყო ინტერაქტივები. პირველი დღეებიდანვე ეს ნაძირლები ამით იყვნენ დაკავებულები.
იმის მაგივრად, რომ გაეკეთებინათ საერთო საბჭო, სადაც დავუძახებდით რელიგიურ ლიდერებს, პოლიტიკურ ლიდერებს და ერთად, თუნდაც პოზიცია არ შეგვეჯერებინა, მაგრამ საზოგადოება დაინახავდა, რომ ამ გამოწვევის წინაშე ჩვენ ვართ ერთიანი და არანაირი პოლიტიკური ქულების დაგროვებას არ ვაპირებთ.
მერე, როდესაც საწოლფონდზე და სასუნთქ აპარატებზე უნდა ეზრუნათ, მათ შორის ეს ექიმებიც ამათ პარტიულ თავყრილობაზე დადიოდნენ. ახლა კიდევ მორალს გვიკითხავს ვიღაც. ცქიტიშვილი ნაძირალაა, ახლა გამოსავალი რომ არ აქვთ, ვის შეახოცონ ხელი აღარ იციან. როდესაც 40 კაცი კვდება დღეში, პირდაპირ გვამები ყრია საავადმყოფოებში, ეს ნაძირალა გამოდის და ამას ბედავს, იმის მაგივრად რომ თქვას, მოდი, დავჯდეთ ერთად და ეს თემა გავიტანოთ პოლიტიკიდან" – განაცხადა გიგი უგულავამ ,,TV პირველის" ეთერში.
ცნობისთვის, დღეს, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვირუსის ის დინამიკა, რაც დღეს ქვეყანაშია, ოპოზიციის აქციებს უკავშირდება.
სიახლეები
- ქუთაისის სპორტის სასახლეში მოსწავლე მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიხსნა
- "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თურქეთში პუტინთან შეხვედრა შედგეს, ვინაიდან, მხოლოდ მასთან უნდა შევთანხმდე ცეცხლის შეწყვეტაზე, მხოლოდ ის წყვეტს ამას"
- "გამოუშვით ეს ადამიანები! ამ ნაბიჯის გადადგმა არ იქნება სისუსტის გამოვლინება"- გიორგი კვირიკაშვილი დაკავებულ მომიტინგეებზე
- "ფარცხალაძის რუსეთში ყოფნა ნიშნავს, რომ რუსეთში გადავიდა საქართველოს შესახებ ძალიან დიდი ინფორმაცია" - სალომე ზურაბიშვილი
- "თავდახრილები და დაჩოქილები კი არ ვეხვეწებით ვიღაცას რაღაცას, არამედ თამამად, შესაბამისი ტონით ვეუბნებით, რომ მართლები ვართ"