"ვინც რევოლუციაზე ფიქრობს, ვერ და არ შევა პარლამენტში"
ვინც რევოლუციაზე ფიქრობს, ის ბუნებრივია, ვერ და არ შევა პარლამენტში, რადგან მას საერთოდ არ სჭირდება დემოკრატიული პროცესი ქვეყანაში, – ამის შესახებ სამგორის არჩეულმა მაჟორიტარმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, რევოლუციური განწყობები საზოგადოებაში არ არის, რადგან სტაბილურობა არის მთავარი ღირებულება, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოზე გაიყვანს.
სოზარ სუბარმა იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციაში მოიძებნება ძალები, რომლებიც პარლამენტში შესვლას გადაწყვეტენ.
„ვინც არ შევა, ვინც რევოლუციაზე ფიქრობს, ის, ბუნებრივია ვერ შევა და არ შევა პარლამენტში, რადგან მას საერთოდ არ სჭირდება დემოკრატიული პროცესი ქვეყანაში, მას არ სჭირდება არჩევნების ლეგიტიმაცია. მათ სჭირდებათ რევოლუცია, იმიტომ, რომ ხედავენ, სხვანაირად ძალაუფლებაში ვერ მოდიან. იგულისხმება სააკაშვილი და სააკაშვილის განსაკუთრებით ბნელი მიმდევრები ამ ახალ პარტიაში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
