მიხეილ სააკაშვილი შარაგზის ყალთაბანდია, ჩამოთრეული გასტარბაიტერი - სერგეი მარჩენკო
როგორც ცნობილია, ამ ორიოდე დღის წინათ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა და უკრაინის საბაჟო სამსახურის ყოფილმა უფროსმა მაქსიმ ნეფედოვმა სავიკ შუსტერის პროგრამაში "სვობოდა სლოვა"-ში («Свобода слова») გამოსვლისას ქვეყანაში შექმნილ ფინანსურ-ეკონომიკურ კრიზისში ერთ-ერთ დამნაშავედ ფინანსთა სამინისტრო და კერძოდ, პირადად მინისტრი სერგეი მარჩენკო მიიჩნიეს.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, „ქვეყნის საბაჟოებს პრაქტიკულად ვიღაც ალექსანდრე ივაშკოვიჩი აკონტროლებს“, რომელსაც ხელს სერგეი მარჩენკო უწყობს.
დღეს, 19 აპრილს, უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერგეი მარჩენკომ, პოპულარული გამოცემა «Левый берег»-ისათვის მიცემულ ინტერვიუში, კორესპონდენტ იური დოშატოვთან საუბრისას, მიხეილ სააკაშვილის ბრალდებებზეც ისაუბრა და მას „შარაგზის ყალთაბანდი“ უწოდა.
გთავაზობთ ამონარიდს:
კითხვა: მიხეილ სააკაშვილმა ამას წინათ განაცხადა, რომ „ქვეყნის საბაჟოებს პრაქტიკულად ვიღაც ალექსანდრე ივაშკოვიჩი აკონტროლებს“. თქვენი აზრით, მიხეილ სააკაშვილის ნათქვამი სინამდვილეა?
სერგეი მარჩენკო: რა თქმა უნდა, არა.
კითხვა: აბა, მაშ ვინ არის მთავარი კორუფციონერი საბაჟოზე?
სერგეი მარჩენკო: ეს სამართალდამცველებს უნდა ჰკითხოთ. იცით, რაში გამოიხატება კორუფციასტან ბრძოლის მთავარი პრობლემა? მაგალიტად, მიხეილ სააკაშვილმა რაღაც თქვა სერგეი მარჩენკოზე, მაგრამა არავინ არაფერს არ არკვევს, მარტალია თუ არა მისი ნათქვამი. ყველამ დაიმახსოვრა მიხეილ სააკაშვილის ნათქვამი, რომლის მიხედვით, სწორედ სერგეი მარჩენკოა კორუფციონერი. მე კი ვამბობ, რომ იგი არამზადაა და გათახსირებული და რომ ეს კაცი...
კითხვა: ამას მიხეილ სააკაშვილზე ამბობთ?
სერგეი მარჩენკო: [დიახ], იგი შარაგზის ყალთაბანდია, ჩამოთრეული გასტარბაიტერი. იგი ჩვენთან ჩამოვიდა, რაღაცის გაკეთებას ცდილობდა, ჰქონდა რაღაც იდეები, რომელიც ვერ განახორციელა და ახლა თავის პრობლემებში სხვებს ადანაშაულებს. ამომარჩია მე, მაგრამ მე ამ ბრალდებებს ვერ მოვითმენ. ამიტომაც ვამბობ: პირობითო ამხანაგო „ს“, ბოლოსდაბოლოს, გააკეთე, რის გაკეთება შეგიძლია. შენ უკრაინაში საკუთარი თავი უკვე ყველას აჩვენე გუბერნატორობის პერიოდში, ახლა კი უბრალოდ საპნის ბუშტების ბერვით ერთობი. შენ „ფეიკი“ ხარ, შენი „გაკეთებული“ საქმეები მხოლოდ „ფეიკური ისტორიებია“. შენ მხოლოდ ინფორმაციულად კვებავ საზოგადოებას და რატომღაც ითვლება, რომ ყველა ხელისგულზე უნდა გატარებდეს. აი, თქვენი გამოცემის მეშვეობით მე მინდა ვკითხო მას - ვინ ხარ შენ, მიხეილ სააკაშვილო და რა გააკეთე უკრაინისათვის ისეთი, რომ შენს თავს უფლებას აძლევ მე როგორც ფინანსთა მინისტრი, რაიმეში დამადანაშაულო?
წყარო: https://rus.lb.ua/economics/2021/04/19/482688_sergey_marchenko_v_problema.html
მოამზადა - სიმონ კილაძემ
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"