შორდება თუ არა საქართველო ევროკავშირს რუსეთთან დაახლოების მიზნით? - Le Figaro
ფრანგული გაზეთი „ლე ფიგარო“ (Le Figaro) ბეჭდავს ინტერვიუს საერთაშორისო ურთიერთობების ფრანგული ინსტიტუტის (IFRI) რუსული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელთან დიმიტრი მინიჩთან, რომელსაც ჟურნალისტი ელისაბედ კრეპენ-ლებლონი საქართველოს შესახებ ესაუბრება.
ინტერვიუს სათაურია „შორდება თუ არა საქართველო ევროკავშირს რუსეთთან დაახლოების მიზნით?“.
გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:
- საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის დაგმობაზე და დასავლეთის მიერ გამოცხადებული ანტირუსული სანქციებისადმი მიერთებაზე, რომლებსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „უსარგებლოდ“ თვლის. ნიშნავს თუ არა ეს საქართველოს მთავრობისა და კრემლის შეთანხმებულ პოზიციის გამოვლენას?
- ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი პროდასავლურ პოზიციაზე დგანან (სხვათა შორის, საქართველოს დასავლური კურსი განმტკიცებულია ქვეყნის კონსტიტუციით, რომელიც რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ იქნა მიღებული). თბილისმა ოფიციალურად დაგმო რუსეთის ჯარის შეჭრა უკრაინაში. პრორუსული ძალების მუშაობამ საქართველოში მათთვის სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. ქვეყნის [საგარეო პოლიტიკური] სტრატეგია დაბალანსებულია, რაც პრორუსული ძალებს ძირგამომთხრელ მუშაობაში ხელს უშლის. მართალია, საქართველოს მთავრობამ გააკრიტიკა და მხარი არ დაუჭირა „ომში წამსვლელ მოხალისეებს“, რომლის ინიციატორები მიხეილ სააკაშვილის პარტია და ზოგიერთი უკრაინელი ლიდერი იყო, მაგრამ რადგანაც ისინი ცდილობდნენ ხელისუფლების დაყოლიებას რუსეთ-უკრაინის ომით ესარგებლა - ანუ აფხაზეთ-„სამხრეთ ოსეთის“ რეინტეგრაცია განეხორციელებინა, ამიტომ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის პროვოცირებას ან გაღიზიანებას არ მოახდენდა. თბილისმა მოსკოვი დაარწმუნა, რომ მის წინააღმდეგ ომში ჩაბმას [ანუ „მეორე ფრონტის“ გახსნას] არ აპირებდა.
- რამდენად ახდენს საქართველოზე დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებული სანქციები? როგორი მნიშვნელობა აქვს რუსეთთან ურთიერთობას ქართული ეკონომიკისათვის?
- რუსეთი საქართველოს მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორს წარმოადგენს. რუსულ ტურიზმს, რომელიც დღეს თვითონ რუსეთის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების [და დასავლეთის სანქციების] გამო, კრიზისს განიცდის, საქართველოს ეკონომიკისათვის დადებითი გავლენა ჰქონდა. ასევე პოზიტიური მნიშვნელობა აქვს თბილისისათვის ქართული პროდუქციის, უპირველესად კი ღვინის ექსპორტს რუსეთში, რომელზეც თავის დროზე, 2006 წელს, მოსკოვს ემბარგო ჰქონდა დაწესებული. საინტერესოა, რომ რუსეთმა, უკრაინის ომთან მიმართებით თბილისის დაბალანსებული პოლიტიკის სანაცვლოდ, მაისის შუა რიცხვებიდან საქართველოსთვის სახმელეთო ტრანზიტზე დაწესებული შეზღუდვები გააუქმა. მოსკოვმა ასევე განაცხადა, რომ შეიძლება ავიამიმოსვლაც განახლდესო (რომლის შეწყვეტა 2019 წელს ოპოზიციური ძალების ანტირუსულმა აქციებმა განაპირობა). რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული დასავლეთის სანქციები და მისი იზოლაცია თბილისისთვის გარკვეულწილად სასარგებლოა, რადგან კრემლი იძულებულია [საქართველოსთან] დათმობებზე წავიდეს და ზოგიერთ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებსაც აჩვენოს, რომ მას შეუძლია ლოიალური პარტნიორის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება ჰქონდეს.
- საქართველომ განაცხადი წარადგინა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, რომელსაც წინ უძღოდა პეტიცია 50 ათასი მოქალაქის ხელმოწერით. გარდა ამისა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ თბილისში კიევის მხარდამჭერი საზოგადოების დემონსტრაციები გაიმართა. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ქვეყნის მთავრობის კურსსა და საზოგადოების აზრს შორის შეუთავსებლობა (განსხვავება) არსებობს?
- საქართველოს მთავრობამ უკრაინას თავიდანვე მხარი დაუჭირა, რაც მოსახლეობამ კარგად დაინახა და დადებითად შეაფასა. ამასთან მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს არ სურდა, რომ ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს მიერთებოდა და მხოლოდ მოსახლეობის მესამედს სურდა რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტა. თუმცა ისიც ფაქტია, რომ უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებებმა იმ მიზნით, რომ თბილისი უფრო ფართოდ ჩაბმულიყო [ანტირუსულ კამპანიაში], კიევისადმი მხარდაჭერა შეასუსტა. აპრილის ბოლოს ქართველების უმრავლესობამ დადებითად შეაფასა მთავრობის ძალისხმევა უკრაინის მხარდაჭერის მიზნით.
- 2008 წლის აგვისტოში საქართველო, პრორუსული პატარა სეპარატისტული რეგიონის - „სამხრეთ ოსეთის“ გაკონტროლების მიზნით, რუსეთს დაუპირისპირდა. მოგვიანებით მოსკოვმა „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა აღიარა. რა გავლენას ახდენს 2008 წლის ომის შედეგები დღევანდელ მოვლენებზე?
- რასაკვირველია, საქართველოში სეპარატისტული რეგიონის არსებობა მოსკოვის ხელში ძლიერი გავლენის განხორციელების ბერკეტს წარმოადგენს. ომის დაწყების დროს სამხრეთ ოსეთის პროკრემლურმა მარიონეტებმა განაცხადეს, რომ რეფერენდუმს ჩაატარებდნენ რუსეთთან მიერთების მიზნით. როგორც ჩანს, მოსკოვმა, რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში, საქართველოს ლოიალური დამოკიდებულება რომ როგორღაც წაეხალისებინა, ზემოთ ხსენებული ეკონომიკური შეზღუდვების გაუქმების პარალელურად, რეფერენდუმის ჩატარებასაც მხარი არ დაუჭირა. ამრიგად, ეს იმას აჩვენებს, რომ რუსეთს თავისი სურვილისამებრ შეუძლია სეპარატიზმის გააქტიურება [ან პირიქით, შესუსტება] საქართველოს პოლიტიკური და სტრატეგიული ორიენტაციის შეცვლის მიზნით - განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა მმართველი პარტია უარს არ აცხადებს თავის პროდასავლურ კურსზე.
თუ საქართველოს ევროატლანტიკური სტრუქტურებიდან უფრო მეტი და მკაფიო მხარდაჭერა არ ექნება, მაშინ რუსეთზე თბილისის პოლიტიკურ-ეკონომიკური დამოკიდებულება მოიმატებს, რუსეთის გავლენა გაძლიერდება და უფრო მეტად რეალური გახდება.
შენიშვნა: „სამხრეთ ოსეთის“ რეფერენდუმის გაუქმების თაობაზე სტატია გამოქვეყნებულია აგრეთვე გერმანულ გაზეთ Soester Anzeiger-ში სათაურით „მიზეზი - უკრაინის ომი? „სამხრეთ ოსეთმა“ უარი განაცხადა რუსეთთან მიერთების რეფერენდუმზე, „გაურკვევლობის“ გამო“.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი