“არჩევნებმა კომიკური სახე მიიღო” - ვახტანგ ძაბირაძე ენმ-ის არჩევნებზე
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის არჩევნებამდე 3 დღე რჩება და პოლიტიკურ სპექტრში დაძაბულობა კულმინაციას აღწევს.
თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ყველა ბარიკადს გადალახავს და იბრძოლებს ბოლომდე, მათ შორის ფიზიკურ წინააღმდეგობაში. “არ ვაპირებ, რამეზე უკან დავიხიო და ჩვენს წინ არსებული ბარიკადი არ გადავლახო. თუ საჭირო გახდა სააკაშვილს ფიზიკურადაც გამოვიხსნით. ხელისუფლება არის უკვე კანონგარეშე, მე მგონია, რომ ჩვენი მხრიდან ყველა მოქმედება იქნება ლეგიტიმური. ქვეყანას სჭირდება პოზიტიური ცვლილებები, რევოლუციურად სწრაფად, მათ შორის რევოლუციური ცვლილებებია საჭირო”, - აცხადებს ხაბეიშვილი. კანდიდატის ამ განცხადებას უკვე მოჰყვა შეფასებები პოლიტიკურ წრეებში. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის საბრძოლველად ათასი გზა არსებობს, გარდა ძალადობისა და კანონის დარღვევისა, არეულობა კი დაუშვებელია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “არჩევნებმა კომიკური სახე მიიღო” - ვახტანგ ძაბირაძე ენმ-ის არჩევნებზე.
“მელიას მომხრეებისთვის სააკაშვილის სახელით სპეკულირება ბოლო დღეებში ამაზრზენი და ცუდი საყურებელი გახდა. ხატია დეკანოიძე კი ასეთ განცხადებებს საფრთხილოს უწოდებს და ამბობს, რომ არ შეიძლება ამომრჩევლისთვის ისეთი დაპირების მიცემა, რომელიც პარაქტიკულად შეუსრულებელია. “ოცნებაში” კი აცხადებენ, რომ ხაბეიშვილის განცხადება პათეტიკური და უპასუხისმგებელოა, რომელსაც განხორციელება არ უწერია. როგორ დასრულდება შიდაპარტიული არჩევნები ენმ-ში, ექსპერტები დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებენ, პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ შიდაპარტიული დაპირისპირება უკვე იმ მასშტაბისაა, რომ ერთობის შენარჩუნება რთული იქნება, პარტია ან ორად გაიყოფა ან საერთოდ დაიშლება. ზოგადად კი “ნაცმოძრაობის” არჩევნებმა კომიკური სახე მიიღო. პოლიტოლოგი რამაზ საყვარალიძე კი არჩევნებადე დარჩენილ დღეებში “კომპრომეტების გამოგდებას” არ გამორიცხავს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ორი დღე დარჩა და არა მგონია, რამე განსაკუთრებული მოხდეს, მაგრამ, თუკი რამე კომპრომატი აქვთ დარჩენილი ერთმანეთზე აუცილებლად დაიდება. ქვეყანაში არჩევნები კომპრომატების გარეშე ვეღარც წარმოგვიდგენია, მაგრამ, არ მეგონა, რომ პარტიის შიგნით არჩევნები ასე ჩატარდებოდა, კომიკური სახე მიიღო ამ არჩევნებმა. რაც შეეხება კანდიდატების გამარჯვების შანსებს, მელიას და ხებეიშვილს თანაბარი შანსები აქვთ, მაგრამ ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, დაპირისპირება იმ დონემდეა მისული, იმედი სისაძაგლე ამოუყარეს ერთმანეთს, რომ არა მგონია შეძლონ ერთობის შენარჩუნება. დაპირისპირება გაგრძელდება და დიდი ალაბთობით პარტია გაიყოფა. ამ მოცემულობაში სააკაშვილი რჩება მაყურებლის როლში და ასე დარჩება, შედეგს დაელოდება. ხელს აძლევს გაყოფა, რადგან ორივე მხარე მაინც მასზე ილაპარაკებს” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“ამ ხნის განმავლობაში არც ერთ მხარეს არ უსაუბრია არჩევნებზე, საარჩევნო კამპანია როგორ მზადდებოდა. იყო მხოლოდ ერთმანეთის მიმართ მწვავე კრიტიკა და საუბარი რევოლუციაზე. ასეთი პასაჟი, თუნდაც ფრაგმენტული, რომელიც მოვისმინეთ, მიუთითებს იმაზე, რომ მიზანი არის ხელისუფლების სწრაფად შეცვლა. არჩევნებამდე დარჩენილ დღეებში არ არის გამორიცხული რომ ერთი-ორი კომპრომატი კიდევ გამოაგდონ ან სხვა ხერხები და მექანიზმები იყოს გამოყენებული. რაც შეეხება სააკაშვილის ფაქტორს ამ არჩევნებში, არა მგონია, რომ ის ამ პროცესებში ჩართული იყოს, რადგან ერთხელ უკვე იწვნია დარტყმა კეზერაშვილისგანაც და მელიასგანაც. ამიტომ შეიძლება რაღაც ხაფანგი უფრო გააკეთოს, ბოლო მომენტში ორივე კანდიდატი ხაბეიშვილი და მელია ხახამშარლი დატოვოს და დაიყვიროს - გაუმარჯოს მამულაშვილსო”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყარელიძე.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო