“ლელო” “ნაციონალური მოძრაობის” გარეშე ოპოზიციურ გაერთიანებას გეგმავს
“პარტია “ლელო” ოპოზიციურ გაერთიანებას გეგმავს, თუმცა, “ნაციონალური მოძრაობის” გარეშე.
ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტია არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას აპირებს, მაგრამ, გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში კოალიციაში შესვლას არ გამორიცხავს - ამის შესახებ პარტიის წევრმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა. ანალიტიკოსებში აზრი ორად გაიყო, კოალიცია შექმნა-არშექმნის თაობაზე. “ვართ მზად და მომხრე, რომ არჩევნების შემდეგ შევქმნათ კოალიცია, იმ პოლიტიკურ ძალებთან, ვისაც ყველაზე უფრო მეტი სიახლოვე აღმოაჩნდება “ლელოს” პროგრამასთან”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით შესაძლებელია თუ არა ოპოზიციაში ახალი გაერთიანებების შექმნა - “აუცილებლად უნდა მოხდეს გამსხვილება, თუ უნდათ რაიმე წარმატებას მიაღწიონ”.
“ჩვენ ვთვლით, რომ არჩევნების წინ და არჩევნებამდე “ოცნებასთან” და “ნაციონალურ მოძრაობასთან” ჩვენი რაიმე გრძელვადიანი თანამშრომლობის კოალიცია, შეთანხმება და ასე შემდეგ, ეს არის გამორიცხული”, - ამბობს “ლელოს” წევრი დავით უსუფაშვილი. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე, არჩევნებში ოპოზიციური წვრილი პარტიების საარჩევნო ბარიერის გადალახვის შესაძლებლობას, მხოლოდ პარტიების გამსხვილებაში ხედავს, პარტიები კი გამსხვილდებიან საერთო ინტერესების შეხედულებების და იდეოლოგიების მიხედვით. ხოლო ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე “ლელოსთან” კოალიციის შექმნის და თანამშრომლობის პერსპექტივას ვერ ხედავს, ვინაიდან მას არ გააჩნია საამისო რეიტინგი და შესაძლებლობები”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ლელოც” და სხვა პოლიტიკური ძალებიც, - გამოვრიცხავ “ნაციონალურ მოძრაობას” და “ქართულ ოცნებას”, ვგულისხმობ წვრილ პარტიებს რომელთა რეიტინგი “აირაის” გამოკვლევებს თუ ვიწამებთ, 3 პროცენტამდეა, ეს არის ჯგუფი, სადაც აუცილებლად უნდა მოხდეს გამსხვილება, თუ უნდათ რაიმე წარმატებას მიაღწიონ. ყოველ შემთხვევაში მინიმალურ წარმატებას მაინც, რაც იმას ნიშნავს რომ 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ. ვინ ვისთან დაჯგუფდება და როგორ, ეს არ ვიცი. ყველას აქვს თავისი შეხედულება ამაზე, მაგრამ გამსხვილება რომ აუცილებელია, ეს ფაქტია. რაც შეეხება კოალიციის შექმნას, ალბათ გაერთიანდებიან ერთნაირი იდეოლოგიის თვალსაზრისით” - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთნ საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“ვინ აღმოჩნდება „ლელოს" გვერდით, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მაგალითად იმაზე, რას მისცემს “ლელო” ასეთ პარტიებს, მის გვერდით მყოფ პარტიებს - ერთი შეიძლება, რომ “ლელო” ისეთი წარმატებული პარტია იყოს, რომ მაღალი რეიტინგით, რომ მის გვერდით ყოფნა მომგებიანი იყოს პარლამენტში შესასვლელად. ასეთი მდგომარეობა “ლელოს” არა აქვს. არის კიდევ სხვა ფაქტორები, მაგალითად, ფინანსური დაინტერესება ადამიანებისა, საიმისოდ რომ ისინი გახდნენ მონაწილე აი ასეთი გაერთიანების. აქვს “ლელოს” ასეთი განზრახვა? არ ვიცი. რომ არ ჰქონდეს არ გამიკვირდება, იმიტომ რომ ფინანსური დაინტერესებით, პოლიტიკური გაერთიანების მოწყობა, ცოტა არამყარი მდგომარეობაა, ვიღაც სხვა თუ შესთავაზებს უფრო მეტ ფინანსებს, იქით გადაეწყობიან და დამთავრდება ამით. ასე რომ, ვერ ვხედავ იმ სანდო მყარ მექანიზმებს, რომლითაც ურეიტინგო პარტიას შეეძლება კოალიციის შექმნა”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
სიახლეები
- დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 ნავთობტანკერს სანქციები დაუწესა
- "თუ პუტინის რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს" - ჯოზეფ ბორელი
- "ევროპის რამდენიმე ქვეყანა უკრაინაში ჯარის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს" - „ლე მონდი“
- "საჭიროა ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 ნოემბრისთვის