საქართველო დიდი საფრთხის ქვეშ - "საქართველოს შესაძლოა მოუწიოს ირან-ამერიკის დაპირისპირებაში ჩათრევა“
“ახლო აღმოსავლეთი ომის ზღვარზეა. აშშ-ს მხრიდან ირანის მისამართით უკვე ღია მუქარა ისმის, რის გამოც დაძაბულობა პიკს აღწევს, - „შეიძლება ითქვას, რომ ახალი ომის ზღვარზე ვართ.
ერთი პატარა ნაპერწკალიც კი საკმარისია და ამისთვის როგორც ამერიკელები, ასევე ირანელებიც მზად არიან," - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია. ბოლო რამდენიმე კვირაა ორ სახელმწიფოს შორის არსებული ვითარება მნიშვნელოვნად გამწვავდა, რაც დღეს აშშ-ს პრეზიდენტის განცხადების ფონზე კიდევ უფრო დამძიმდა - დონალდ ტრამპის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ორ ქვეყანას შორის კონფლიქტი დაიწყება, თეირანი განადგურდება”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, საქართველო დიდი საფრთხის ქვეშ - "საქართველოს შესაძლოა მოუწიოს ირან-ამერიკის დაპირისპირებაში ჩათრევა“
"თუ ირანს სურს ბრძოლა, ეს ირანის ოფიციალური დასასრული იქნება. აღარასდროს დააშინოთ ამერიკის შეერთებული შტატები," - დაწერა ტრამპმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე. ვახტანგ მაისაია კონკრეტულ ლოკაციებს ასახელებს, - ამერიკულმა მხარემ ირანის მიმართულებით საიდან შეიძლება განახორციელოს დარტყმები და ყველაზე დიდი საფრთხე სად ემუქრება მეორე მხარეს - იგი არ გამორიცხვას, რომ ირანმა შესაძლოა ბირთვული შეიარაღებაც კი გამოიყენოს. „ამერიკელები განახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს და ეს დარტყმები ურმუზის და სპარსეთის ყურეებიდან განხორციელდება. ეჭვი მეპარება, რომ ამერიკელებმა თურქეთის ტერიტორია გამოიყენონ, რადგან ერდოღანი ამის კატეგორიულად წინააღმდეგი იქნება. თურქეთი ირანს დაუჭერს მხარს, რაც გასაგებიცაა. „ამერიკელები სამხრეთ და ცენტრალურ რაიონებში არსებულ ირანის სტრატეგიულ ბირთვულ ობიექტებს დაარტყმენ და იმ ადგილებს, საიდანაც ირანის ბირთვული ტექნოლოგიების განვითარება ხორციელდება. სარაკეტო დარტყმებს განახორციელებენ ასევე ირანის სამხედრო საზღვაო დაჯგუფების ერთეულებზეც. თუკი ამერიკელები ერთი დარტყმით ამ ობიექტების განადგურებას ვერ შეძლებენ, ირანელები აუცილებლად უპასუხებენ. ირანი დარტყმას განახორციელებს ერაყში, ავღანეთში და ამერიკის კონტიგენტზე," - აღნიშნა მაისაიამ“, - აღნიშნავს გამოცემა.
"იგი საქართველოს როლზეც საუბრობს; მისი თქმით, თუკი ორ სახელმწიფოს შორის კონფლიქტი დაიწყება, აშშ საქართველოს ტერიტორიას ლოჯისტიკის კუთხით გამოიყენებს. „ამ შემთხვევაში შესაძლოა საქართველოსაც მოუწიოს ირან-ამერიკის კონფლიქტში ჩათრევა. ამერიკელებმა საქართველოს ტერიტორია შეიძლება ლოჯისტიკის კუთხით და სადაზვერვო ოპერაციის განსახორციელებლად გამოიყენონ. ჩვენი აეროდრომების გამოყენება გამორიცხულია, რადგან, პირველ რიგში, ამას რუსეთი არ დაუშვებს. ამასთანავე, ამერიკელებს აზერბაიჯანიც არ მისცემს საშუალებას მათ ტერიტორიაზე მოხდეს გაფრენა," - აცხადებს ის. ვახტანგ მაისაია იმ სამ ტალღაზე საუბრობს, რის მიხედვითაც შესაძლოა აშშ-მა იმოქმედოს; მისი განცხადებით, ამერიკული მხარე სახმელეთო შეტევას ვერ განახორციელებს, რადგან ირანს შეუძლია უფრო მწვავედ უპასუხოს, მეტიც, - მისი თქმით, ისეთი დიდი სახლემწიფოები, როგორიც რუსეთი და ჩინეთია, ირანის მხარეს დაიჭერს“, - განაგრძობს გამოცემა.
"ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ ირანმა შესაძლოა ასევე ერთგვარი დარტყმები აშშ-ს მოკავშირეებზეც კი განახორციელოს. „ამერიკელები პირველი ტალღის დარტყმას განახორციელებენ. ეს ოპერაცია სავარაუდოდ სამი ტალღისგან შედგება; პირველი ტალღა იქნება უბრალოდ პირველი შოკისებური დარტყმის მიყენება, მეორე, - უშუალოდ რეგიონებში სარაკეტო გამშვებ პუნქტებზე დარტყმის განხორცილება და მესამე, - სახმელეთო იქნება, თუმცა ეჭვი მეპარება, რომ ამერიკელებმა ირანის ისლამური რესპუბლიკის რეჟიმის დამხობა შეძლონ. „ირანი არ არის ერაყი, ავღანეთი, ვენესულეაც კი. ასე რომ, ტრამპს უბრალოდ წარმოდგენა არ აქვს, რადგან ირანს საკმაოდ დიდი შესაძლებლობები გააჩნია, როგორც ჰიბრიდული ომის კუთხით, ასევე ირანმა შესაძლოა ამერიკელებს საკმაოდ სერიოზული დარტყმები მიაყენოს ავღანეთში, ერაყში და სირიაშიც კი. ირანმა შესაძლოა ასევე შეტევები განახორციელონ ამერიკის მოკავშირეებზე. „ირანს უკან დაუდგება ჩინეთი და რუსეთი, რაც უკვე სერიოზულ ძალას წარმოადგენს. ირანმა ასევე შეიძლება ბირთვული შეიარაღება გამოიყენოს, რომელიც ამერიკელებისთვის სიურპრიზიც კი იქნება. რუსეთ-ირანის მიმათულებით საკმაოდ ინტენსიურად ხდება რუსული სამხედრო ტექნიკის გადასროლა. ამერიკელებს გამორჩათ ირანელების სირიაში და ისრაელის ტერიტორიაზე გამოჩენა. „ირანი და სირია სამხედრო მოკავშირეები არიან, მათ გაფორმებული აქვთ სამხედრო თანამშრომლობა, - ურთიერთდახმარების ფაქტი. აქედან გამომდინარე, ირანისა და სირიის სამხედრო დახმარება საკამოდ ინტენსიურია. ასე რომ, სიტუაცია საკმაოდ არაორდინალურია," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ“, - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"