"ეროვნულ ბანკის იდეაფიქსი არის რეზერვების შევსება და არა ლარის სტაბილურობა"
თავისუფალი ცურვა არ არსებობს ისეთ პირობებში, როდესაც ლარის გაუფასურებას ხელს არ უშლიან და გამყარებას ხელს უშლიან,
-ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის დაწყებამდე განუცხადა, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მოუსმენენ.
რომან გოცირიძის თქმით, ეროვნული ბანკისა და მთავრობის მუშაობას ასახავს ის რეალობა, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს.
„ბოლო შვიდი წელიწადია, არის მუდმივი მოლოდინი, რომ ლარი გაუფასურდება ან ფასები გაიზრდება. ხალხი ვერ გეგმავს თავის მომავალს, რადგან არ იცის როგორი იქნება ლარის კურსი დღეს, ხვალ. ლარის ნებისმიერი მკვეთრი რყევები ყოველთვის უარყოფითად მოქმედებს ბიზნესზე. ეკონომიკური ზრდა არის უაღრესად დაბალი. ეროვნული ბანკის ამოცანა არ არის ეკონომიკური ზრდის რეგულირება, მას სხვა ამოცანები აქვს, მაგრამ ის ამ ამოცანას ვერ ართმევს თავს. თქვენ ხედავთ შარშანდელ მის მუშაობას და იმ შეცდომებს იმეორებს წელსაც. ნაცვლად იმისა, რომ მან თავის ხელში აიღოს სადავეები, მომენტალურად უშვებს ხელიდან. თუნდაც, ის, რაც ახლა ხდება, ლარის კურსის გამყარების ტენდენციას აფერხებს. ეროვნული ბანკისთვის რეზერვები გახდა მთავარი და არა ლარის და ინფლაციის სტაბილურობა. ამიტომ, ამოცანები აერია ერთმანეთში. რეზერვები კარგია, მაგრამ რეზერვების ძირითადი ამოცანა არის სწორედ ლარის სტაბილურობის უზრუნველყოფა. დღეს იდეაფიქსი არის მათთვის რეზერვების შევსება. 30 მილიონი შეიძინა გუშინწინ, არადა თავისუფალი ცურვა არ არსებობს, ისეთ პირობებში, როდესაც ლარის გაუფასურებას ხელს არ უშლიან და გამყარებას ხელს უშლიან. ეს არის მართვადი კურსი. ამიტომ, ნურავის ნუ ატყუებენ. მართვადი კურსის პირობებში ლარის ბედი დამოკიდებულია ჩინოვნიკზე და არა ბაზარზე",-განაცხადა რომან გოცირიძემ.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი