"ნაციონალური მოძრაობის“ გარდა ჩვენ ალბათ, ყველასთან ვითანამშრომლებთ"
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ 2020 წელს მმართველი პარტია პარლამენტში უმრავლესობით მოვიდეს, მიუხედავად იმისა, რომ, მისივე თქმით, „პროპორციული არჩევნები თავის თავში დიდი ალბათობით გულისხმობს იმას, რომ ვერც ერთმა პარტიამ ვერ მიიღოს უმრავლესობა“.
რაც შეეხება კოალიციური მთავრობის შესაძლო შექმნის შესახებ კითხვას, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ყველასთან ითანამშრომლებს, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“.
„რა თქმა უნდა, პროპორციული სისტემის დაშვება 2020 წლიდან თავის თავში უკვე გულისხმობს იმას, რომ ალბათობა იმისა, რომ ერთმა პარტიამ, მათ შორის „ქართულმა ოცნებამ“ გადალახოს 50% ბარიერი იქნება რთული, თუმცა ეს შესაძლებელია, მაგრამ არა აუცილებელი ჩემი გადმოსახედიდან. ის, რომ მეტმა პარტიებმა აიღონ პასუხისმგებლობა მართვაზე, პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, პროპორციული სისტემა ამას უკეთესად გაუკეთებს რეალიზებას“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ამასთან, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მან კარგად განმარტა ის მიზეზები, თუ რატომ გადადის 2020 წელს ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე, ნაცვლად 2024 წლისა.
„მზაობა იგრძნობა განსაკუთრებით ახალგაზრდების მხრიდან. მათ აქვთ სურვილი ჩართულობის, მეტი პარტია ჩაერთოს, მეტი პასუხისმგებლობა იყოს, მეტმა გაინაწილოს და გაიზიაროს, თუმცა მე არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ შეიძლება უმრავლესობითაც მოვიდეთ 2020 წელს. თუ არა და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა ჩვენ ალბათ, ყველასთან ვითანამშრომლებთ“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.ვ
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 დეკემბრისთვის
- "გაზსა და დენზე ტარიფებს გლობალური ფასებიც განაპირობებს - ორშაბათს „სემეკი“ მიიღებს გადაწყვეტილებას" - ირაკლი კობახიძე
- 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით სუს-მა ბაჩო ახალაია დააკავა
- 10 ავტორი და ნაწარმოები, რომლებსაც ქართველები 2025 წელს კითხულობდნენ
- "ივანიშვილმა იყიდა რუსეთში სახლები და ემზადება გასაქცევად, მაგრამ კრემლი ისეთ რაღაცებს სთხოვს, რისი მიცემაც ამ ეტაპზე არ შეუძლია" - მიხეილ სააკაშვილი
