"სააკაშვილზე რომ ვლაპარაკობ ივანიშვილი მახსენდება, ჰგვანან რაღაცეებში ერთმანეთს"
“ზოგჯერ რომ ვლაპარაკობ მიშა სააკაშვილზე, რაღაც მომენტებში ბიძინა ივანიშვილიც მახსენდება ხოლმე”,-ამის შესახებ, პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა გადაცემა “360 გრადუსში” საუბრისას განაცხადა.
“ზოგჯერ რომ ვლაპარაკობ მიშა სააკაშვილზე, რაღაც მომენტებში ბიძინა ივანიშვილიც მახსენდება ხოლმე, იმიტომ, რომ ძალიან ჰგავანან რაღაცებში ერთმანეთს”,-ამბობს ხუხაშვილი
ჟურნალისტის კითხვაზე თუ რაში ჰგვანან ერთმანეთს საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, ხუხაშვილი პასუხობს:
”ეჭვიანობაში. გამომდინარე იქიდან რომ “ნაციონალური მოძრაობას” და “ევროპულ საქართველოს” ყავს თავისი აქტიური ელექტორალური ბაზა, წინასაარჩევნოდ უნდა განისაზღვროს ბირთვი, ამისთვის მიდის ახლა ჭიდაობა. ამ ბაზას ვინ დააჯდება. მათ შორის პოლემინკა წინასაარჩევნო ბრძოლაა”,-განაცხადა ხუხაშვილმა.
სიახლეები
- 17 თებერვლის ახალმთვარეობა მერწყულში - დროა, ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ
- რატომ არ ერთვება აქტიურად ოპოზიცია პროტესტში - გაზაფხულის მოლოდინი
- "რუსეთი სომხეთსა და აზერბაიჯანთან ურთიერთობების განვითარებას აპირებს" - დიმიტრი პესკოვი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 12 თებერვლისთვის
- უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
