მზად არის თუ არა დასავლეთი საქართველოს დასაცავად - “მსოფლიო წესრიგი კარდინალურად იცვლება”
“რუსეთის ზეწოლა საქართველოზე განსაკუთრებით ბოლო ხანს პერმანენტულ ხასიათს ატარებს.
ისინი საქართველოში ყველა მიმართულებით გააქტიურდნენ, ოკუპანტები ბორდერიზაციის პროცესს დაუბრკოლებლად აგრძელებენ, განსაკუთრებით აქტიურობს რუსული რბილი ძალა, არის თუ არა საფრთხე იმისა, რომ საქართველო მოექცეს ისეთ ჩიხში, რომ საგარეო პოლიტიკა შეცვალოს, ან დღეს საკმარისად აქტიურია თუ არა დასავლეთი იმისთვის, რომ დაიცვას საქართველოს გეოსტრატეგიული მისწრაფებები”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, მზად არის თუ არა დასავლეთი საქართველოს დასაცავად - “მსოფლიო წესრიგი კარდინალურად იცვლება”
"ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ დღეს დასავლეთში საკმაოდ რთული სიტუაციაა, რაც ბუნებრივია, საქართველოზეც აისახება. თვითონ დასავლეთში დღეს საკმაოდ რთული სიტუაციაა, რაც ჩვენთვისაც გეოპოლიტიკურად რთულია, ტრამპის ბოლო საკითხი, რომელიც შეეხებოდა უკრაინის სამხედრო დახმარების შემცირებას, ამით მან თავის თავს გამოუტანა ფაქტიურად განაჩენი, რაც მისი იმპიჩმენტის საკითხის დაყენების საფუძველი გახდა. ამას დაემატა ტრამპის სხვა განცხადებებიც, რომელიც წარმოაჩენს იმას, რომ აშშ გადადის ნეოიზოლაციონისტურ საგარეო პოლიტიკურ კურსზე და ნაკლებად აინტერესებთ, როგორ განვითარდება სიტუაცია სხვა ქვეყნებში. ტრამპის ადმინისტრაციამ უკვე პრაგმატული გეოპოლიტიკური კურსი აირჩია -იგივე კურტ ვოლკერის გადაყენება, კიდევ სხვა ფაქტორები მიუთითებენ იმაზე, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ამერიკის გავლენა გლობალურ დონეზე შემცირდება, უკვე მცირდება კიდეც”, - აღნიშნავს გამოცემა.
"ევროკავშირს თავის პრობლემა აქვს, ბრიტანეთშიც საკმაოდ არაორდინალური სიტუაციაა, ამიტომ, აქედან გამომდინარე, დღეს არის ის პირობები, როდესაც ყველა თავის თავშია ჩაკეტილი. ტრამპის ალგორითმი, რომელიც იყო კლასიკური ცივი ომის პერიოდში, დასავლეთის კოლექტიური მცდელობა შეეკავებინათ საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმი და აგრესია, დღეს ვერ ხერხდება, ფაქტობრივად დღეს მულტიპოლარული სამყაროა, სადაც გამოიკვეთა სამი გლობალური გავლენის ცენტრი - აშშ, ჩინეთი და რუსეთი და ამ მულტიპოლარულ მსოფლიო წესრიგში ხდება შეზღუდული, ახალი ცივი ომის განვითარება, აშშ უპირისპირდება რუსეთს და ასევე ჩინეთს, ჩვენ ცოტა არაორდინალურ სხვა განზომილებაში ვართ, ზუსტად ამ ფონზე გადავიდა საკითხი იმაზე, რომ ყველამ თავის თავს უნდა მიხედოს. როდესაც ამერიკის ადმინისტრაციამ 400-მლნ დოლარიანი სამხედრო დახმარება შეაჩერა იმის გამო, რომ ზელენსკისთან იყო ვაჭრობა ბაიდენთან დაკავშირებით, სამწუხაროდ ასეთი ტენდენციები ავითარებს რუსულ გეოპოლიტიკურ და ჰეგემონურ ამბიციებს, კრემლი ასეთ ვითარებაში საკმაოდ კომფორტულად გრძნობს როგორც გლობალურ, ისე რეგიონალურ და ლოკალურ დონეებზე, რა თქმა უნდა ამის შედეგად გაიზარდა ზეწოლა საქართველოზე და ეს ჩვენ უკვე ვიგრძენით", - განაცხადა ექსპერტმა”, - განაგრძობს გამოცემა.
"მაისაიას თქმით, რუსეთი უკვე დაუფარავად მოქმედებს, გააუქმა აბაშიძე-კარასინის ფორმატი, რაც მთავარი მიზეზი გახდა ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრისა. ის აბსოლუტურად ღიად მოქმედებს, დაწყებული ხისტი ძალიდან, იგივე ჩორჩანაში და სხვაგან გამოყენებული რეალური სამხედრო დაპირისპირება, ჰიბრიდული ომის პირდაპირი წარმოება საქართველოს წინააღმდეგ, მან ფაქტობრივად გააუქმა აბაშიძე-კარასინის ფორმატი. კარასინი ფაქტიურად გაგდებულ იქნა და ერთგვარი ულტიმატუმი წამოაყენა, როგორც ჩანს ეს გახდა მთავარი საბაბი, რომ მოხდა ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრა გაეროს ფარგლებში, რომ შემდგომში შექმნილიყო რაიმე ორმხრივი ფორმატი, თუ როგორ უნდა გაგრძელებულიყო მოლაპარაკება. ასე რომ, დღეს სიტუაცია სამწუხაროდ ჩვენს საპირისპიროდ მოქმედებს",-განაცხადა მან. მაისაია ამბობს, რომ თუ აშშ-ს ახლანდელი პრეზიდენტი მეორე ვადით მოვიდა, ისევ იგივე კურსს გააგრძელებს, როგორიც ახლაა. მსოფლიო წესრიგი კარდინალურად იცვლება, აშშ რამდენად წავა თავის ნეოიზოლაციონისტური პოლიტიკური კურსის წიაღში, ესაც მნიშვნელოვანია, იმედია ჯო ბაიდენი გაცილებით უფრო აქტიური იქნება, ვიდრე ახლა ტრამპია, თუ ტრამპი მეორე საპრეზიდენტი ვადით მოვიდა, ეს კურსი კიდევ უფრო გაგრძელდება, მოგეხსენებათ, ტრამპმა ბოლო ხანს რუსეთთან ტონი შეარბილა, ეს გამოიკვეთება იგივე ტრამპის განცხადებაში რუსეთის დიდ რვიანში დაბრუნების თაობაზე, ასევე, უკრაინის სამხედრო დახმარების შეჩერებაზე”, - დასძენს გამოცემა.
"ეს საქართველოსთვის გარკვეულწილად უკვე ცუდ ფონს და რთულ გარემოებას ქმნის, რომელიც რა თქმა უნდა ფაქტიურად ჩვენს საგარეო კურსზეც აისახება. დღეს ის ტენდენციები შეინიშება, რომ მსოფლიოში „ყველამ თავის თავს მიხედოს" პოლიტიკაა", - განაცხადა მაისაიამ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რუსეთი საქართველოში დღეს განსაკუთრებით აქტიურობს სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, აქტიურია ოკუპანტების მოძრაობა, ისინი სოფლის ტყეში გზას კაფავენ, ჩორჩანაში მიმავალ გზაზე საინჟინრო ტექნიკა აქტიურად გადაადგილდება, რამდენიმე დღის წინ სოფლის საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავიც შენიშნეს, ამ თემაზე ქართული მხარის მიერ ოფიციალური მკვეთრი განცხადებები ამ დრომდე არ გაკეთებულა. ოკუპანტები თავიანთი შედგენილი რუკებით მოქმედებენ, სადაც მოქცეულია მთლიანად ყაზბეგის რაიონი და ავტობანის 40 კმ-იანი მონაკვეთი. რაც არ დაკარგულა 2008 წლის ომის შედეგად, იმას ახლა უპრობლემოდ იფორმებენ და ხედავენ, რომ საზოგადოება და ხელისუფლება ამ პრობლემაზე ფაქტიურად არ რეაგირებს, ეს რუსებისთვის სიგნალია, რომ შეუძლიათ უპრობლემოდ გააგრძელონ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია", - განაცხადა „რეზონანსთან" ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა დავით ქაცარავამ”, - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი