“ხაზარაძის განცხადებაზე ყაყანის ატეხა “ოცნების” პოლიტტექნოლოგიის ნაწილია”

"სწორად არ მიმაჩნია, როცა სექსიზმსა და ბულინგზე საუბნრობენ - ამ შემთხვევაში ბულინგს ჰქონდა ადგილი ხაზარაძის მიმართ. არაფრისგან იყო შექმნილი პრობლემა, რომელიც იყო გაზვიადებული.

სინამდვილეში ვინც ხაჭაპურს ცალსახად ქალთან აკავშირებს, ზუსტად ის არის სექსიზმის კომპლექსით დაავადებული, ხაჭაპურს კაცებიც აცხობენ და ხაჭაპურის ხსენებაზე სექსიზმი რა შუაშია, ეს აბსოლუტურად გამოგონილი თემაა - ყველამ უნდა აკეთოს თავისი საქმე - ამის თქმა უნდა უნდოდა მამუკა ხაზარაძეს და არა უმეტეს ამისა... მაგრამ თვითონ გამოთქმა, რბილად რომ ვთქვათ არ იყო ლამაზი და ამან მეც მომჭრა ყური - არა იმიტომ, რომ სექსისტურია, არამედ იმიტომ, რომ აზრის კონტექსტი არასწორად იყო ხაზგასმული და მეტი არაფერი - ეს იყო, მაგრამ არ არის იმ მასშტაბის, რომ ამაზე ამხელა ამბავი იყოს ატეხილი”, - აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გია ხუხაშვილი: “ჩემთან მოდით და როგორ ხაჭაპურს ვაცხობ, გაჩვენებთ” / ხაზარაძის განცხადებაზე ყაყანის ატეხა “ოცნების” პოლიტტექნოლოგიის ნაწილია”

 

“რა თქმა უნდა, მამუკა ხაზარაძე დღეს არის ხელისუფლებისთვის პრობლემა იმიტომ, რომ ხელისუფლების პრობლემა არ არის ნაციონალური მოძრაობა, ხელისუფლების პრობლემა და სტრატეგიაა ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების არდაშვება პოლიტიკურ ბაზარზე. ნაციონალურ მოძრაობასთან ორპოლუსიანი სქემა მას კარგად აქვს აპრობირებული და ცდილობს, სიტუაცია შეინარჩუნოს. შესაბამისად, მამუკა ხაზარაძის ბეწვის გაზვიადება და ამაზე დიდი ყაყანის ატეხა მისი პოლიტტექნოლოგიიის ნაწილია. მით უმეტეს, თუ საზოგადოების ნაწილი, რომელიც ხელისუფლებას აკრიტიკებს, ამ შემთხვევაში მათ პოზიციაზე დგას - ეს ხომ, საერთოდ, საჩუქარია “ოცნებისთვის”... ხაზარაძის დისკრეტიციის მცდელობა არ დამინახავს, საერთოდ, პოლიტიკური კორექტულობის თემა საქართველოში დაუკრეფავში გადადის. ადამიანებს არ ჰყოფნით კომპეტენცია, რომ რეალურად შეაფასონ - ვიღაცა დაიყვირებს, რომ ეს სექსიზმია და შინაარსში არავინ იყურება და ყველა იგივეს გაიძახის... პოლიტკორექტულობა საქართველოში ძალიან ზედაპირული, მყვირალა და კამპანიური ხასიათის გახდა. ეს არის ადვილად მანიპულირებადი საკითხი და ამიტომ ხშირად ვხვდებით ჩვენს სინამდვილეში”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვიოლი.

 

“ბლოკების აკრძალვის გადაწყვეტილებას ვეთანხმები და მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილებაა - 2020 წელს გვექნება არჩევნები ბარიერის გარეშე და ყველამ პარტიამ თვითონ უნდა მოსინჯოს თავისი ძალები. ბარიერი არის 15 000 ხამ. თუ პარტიას იმის შანსი არ აქვს, რომ 15 000 ხმა მიიღოს დამოუკიდებლად, ყოველგვარი ბლოკის გარეშე, მაშინ მან თავი გაგვანებოს და არაფერი ესაქმება პოლიტიკაში... ის რომ, ხელისუფლება შექმნის სატელიტებს, რომლებიც შევლენ პარლამენტში და და მერე რაღაცას დაალაგებს, ეს საკმაოდ რთული ამოცანაა. როგორც კი პარტია გაიყიდება, მისი ფასი, ფაქტობრივად, მეორე დღესვე განულდება - ეს საქართველოა და ყველამ ვიცით..”, - განაგრძობს პოლიტოლოგი.

 

“ვინც არ უნდა ნიღბოს ხელისუფლებამ და შექმნას სატელიტი პარტია, ვერავინ ითამაშებს ისე, რომ ეს საზოგადებისთვის არ გახდეს ცნობილი და ეს პარტია მეორე დღესვე ფასს კარგავს. ასე რომ, ხელისუფებას არ აქვს ისეთი მარტივი ამოცანა, როგორიც შეიძლება ზოგს ეგონოს. პირიქით, ბლოკების შემთხვევაში ხელისუფლების ასეთი მანიპულაციები ბევრად ადვილი იქმება. მრავალპარტიული მოცემულობაში მისთვის ნავიგაცია არ არის კომფორტული”- დასძენს ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “იმის შანსს თუ ხედავთ, რომ პარტიებმა “ოცნებისა” და ნაციონალური მოძრაობის გარეშე შექმნან სამთავრობო კოალიცია?” - პასუხობს:

 

“სამწუხაროდ, პოლიტიკური პროცესი ისე ვითარდება, რომ მმართველი კოალიცია ვერ შეიქმნება, თუ მასში არ იქნება “ქართული ოცნება” ან ნაციონალური მოძრაობა. ამ ორივეს გარეშე სამთავრობო კოალიციის შექმნა, ამ პოლიტიკურ მოცემულობაში, სამწუხაროდ, გამორიცხულია. თეორიულად შანსები არსებობს და ასეთ განვითარებას მივესალმებოდკი, მაგრამ ეს შეუძლებელი იქნებოდა. ჩვენ რაც არ უნდა ვილაპარაკოთ ალტერნატიულ ცენტრებზე, ეს ორი პარტია ჯერჯერობით მაინც დომინანტია პილიტიკურ პროცესში მათ გარეშე საკონტროლო პაკეტის ფორმირება შეუძლებელი იქნება”.

წაკითხვა 677 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.