"ივანიშვილის სტილი უკვე ყველამ იცის - ჯერ შეიძლება დაგპირდეს და მერე..."
რაც უნდა გააკეთოს ბიძინა ივანიშვილმა, წარმოუდგენელია, რომ „ოცნებამ“ ხმათა 50%-ზე მეტი მოიპოვოს ამ არჩევნებში, რადგან ამ პარტიას პოლიტიკასთან რეალური კავშირი არა აქვს“
- ასე ეხმაურება პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი „ოცნების“ შანსს მომავალ არჩევნებში”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ივანიშვილის სტილი უკვე ყველამ იცის - ჯერ შეიძლება დაგპირდეს და მერე მოგიშოროს - დავით ზურაბიშვილი.
"ოცნება“ არ არსებობს, რეალურად არსებობს ბიძინა ივანიშვილი. იქნება ბიძინა ივანიშვილი - იქნება ეს პარტიაც, სხვაგვარად ამ პარტიას არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან, ეს ხალხი შეარჩია ბიძინა ივანიშვილმა და თავისი გუნდი დაარქვა. „რაც შეეხება მათ შანსს მომავალ არჩევნებში, წარმოუდგენელია, რომ ოცნებამ ხმათა 50%-ზე მეტი მოიპოვოს. საუბრობენ, რომ ივანიშვილი პატარ-პატარა პარტიებს მოისყიდის, მაგრამ შეიძლება არ წავიდეს ამაზე, რადგან მისი მართვის სტილია, რომ ერთპიროვნული მმართველი იყოს. თავიდან კი მოვიდა კოალიციური განაცხადით, მაგრამ შემდეგ ყველა თავისიანს გაუწყრა სულ ტყუილად. ამიტომ მისი სტილი ყველამ იცის - ჯერ შეიძლება დაგპირდეს და მერე მოგიშოროს, ამიტომ არავინ წავა მასთან ალიანსში”, - აღნიშნავს გამოცემა.
"რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსს“, ივანიშვილს შეიძლება თავად არ აწყობს მათთან ღიად ალიანსი და ისინი სჭირდება, როგორც ფსევდო ოპოზიცია. დღეს მთავარია არა „ოცნება“, არამედ როგორ განლაგდება ოპოზიციური ფლანგი,“ - განაცხადა „რეზონანსთან“ დავით ზურაბიშვილმა”, - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 დეკემბრისთვის
- "გაზსა და დენზე ტარიფებს გლობალური ფასებიც განაპირობებს - ორშაბათს „სემეკი“ მიიღებს გადაწყვეტილებას" - ირაკლი კობახიძე
- 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით სუს-მა ბაჩო ახალაია დააკავა
- 10 ავტორი და ნაწარმოები, რომლებსაც ქართველები 2025 წელს კითხულობდნენ
- "ივანიშვილმა იყიდა რუსეთში სახლები და ემზადება გასაქცევად, მაგრამ კრემლი ისეთ რაღაცებს სთხოვს, რისი მიცემაც ამ ეტაპზე არ შეუძლია" - მიხეილ სააკაშვილი
