საქართველოში ისრაელის საელჩო დაიხურა
მსოფლიოს მასშტაბით ისრაელის საელჩოები და საკონსულოები დაიხურა.
ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აღნიშნული ფაქტი ისრაელის ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავას უკავშირდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის ხაზინა დესპანებს სთხოვს უკან დააბრუნონ ის ათასობით დოლარი, რომელიც მათ ხარჯების ანაზღაურებისთვის დაერიცხათ.
„იმის გამო, რომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომელიც ცვლის იმ პროტოკოლს, რომელიც ათწლეულების მანძილზე არსებობდა, იძულებულნი ვართ დავხუროთ საელჩო“,-იტყობინება სხვადასხვა ქვეყნის მისიების ვებ-გვერდები.
ამასთან, ისრაელის საელჩო საქართველოში დღეიდან არ იმუშავებს.
„გაცნობებთ, რომ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფიცვის გამო, 30 ოქტომბრიდან ისრაელის საელჩო და საკონსულო განყოფილება საქართველოში არ იმუშავებს შემდგომ შეტყობინებამდე“, - ნათქვამია საქართველოში ისარაელის საელჩოს მიერ "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 დეკემბრისთვის
- "გაზსა და დენზე ტარიფებს გლობალური ფასებიც განაპირობებს - ორშაბათს „სემეკი“ მიიღებს გადაწყვეტილებას" - ირაკლი კობახიძე
- 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით სუს-მა ბაჩო ახალაია დააკავა
- 10 ავტორი და ნაწარმოები, რომლებსაც ქართველები 2025 წელს კითხულობდნენ
- "ივანიშვილმა იყიდა რუსეთში სახლები და ემზადება გასაქცევად, მაგრამ კრემლი ისეთ რაღაცებს სთხოვს, რისი მიცემაც ამ ეტაპზე არ შეუძლია" - მიხეილ სააკაშვილი
