„ირანის საზღვრის დახურვის გამო სარფისა და აქტაშის სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გამტარუნარიანობა მატულობს“
თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“ («Anadolu Ajancy») ავრცელებს ინტერვიუს თურქეთის ვაჭრობის მინისტრთან ილიკარ პექანთან სათაურით „ირანის საზღვრის დახურვის გამო სარფისა და აქტაშის სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გამტარუნარიანობა მატულობს“.
საქმე ეხება იმას, რომ თურქეთი ბოლო დრომდე ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან ვაჭრობისას ირანის ტერიტორიას ტრანზიტად ძირითადად ირანის ტერიტორიას იყენებდა, მაგრამ ირანში კორონავირუსის გავრცელების გამო, საზღვრები დაიხურა. შესაბამისად, ცენტრალური აზიისათვის ტვირთების გასაგზავნად თურქეთი შეუთანხმდა საქართველოს, რომ მისი ტერიტორიით სარგებლობს. იგივე შეთანხმება დაიდო აზერბაიჯანთანაც. დადგა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის უფრო ინტენსიურად გამოყენების დროც - მატარებლების შემადგენლობა და მოძრაობის სიხშირე მოიმატებს, ნათქვამია სტატიაში.
მოამზადა: სიმონ კილაძემ
წყარო: «Anadolu Ajancy» (თურქეთი)
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
