„თბილისი კიევს მადლობას უხდის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, მაგრამ „ქართული ოცნების“ სიხარული იმის გამო, რომ ექს-პრეზიდენტი უკრაინის მთავრობაში ვერ შევიდა, ცოტა გაუგებარია“
რუსულ „ნეზავისიმაია გაზეტა“-ში («Независимая газета») გამოქვეყნებულია სტატია „თბილისი კიევს მადლობას უხდის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, მაგრამ „ქართული ოცნების“ სიხარული იმის გამო, რომ ექს-პრეზიდენტი უკრაინის მთავრობაში ვერ შევიდა, ცოტა გაუგებარია“.
სტატიის ავტორი იური როქსი ვრცლად აღწერს იმ სირთულეებს, რაც ნოლო დღეებში საქართველო-უკრაინის ურთიერთდამოკიდებულებაში გაჩნდა ქვეყნის ვიცე-პრემიერად ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო დანიშვნის გამო.
პუბლიკაციაში გატარებული აზრის თანახმად, ქართულმა მხარემ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დანიშვნის გამო საკმაოდ დიდი ნერვიულობა გამოამჟღავნა, რაც გაუგებარია. იგივე სიტუაცია იყო 2015 წელსაც, როცა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა, მაშინაც სკანდალი ატყდა, მაგრამ ქართული მხარე დამშვიდდა, „წყენა გადაყლაპა“ და ურთიერთობა გააგრძელა. ალბათ, ახლაც ასე შეიძლებოდა მომხდარიყო, მაგრამ თბილისმა უკან არ დაიხია. საქართველოს გაეხარდა, რომ უკრაინის პარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის საკითხი დის წესრიგში არ შეიტანა, მაგრამ თბილისის მოქმედება მაინცდამაინც ლოგიკური არ უნდა იყოს.
კაცმა რომ თქვას, განა თბილისისთვის უკეთესი იქნებოდა მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა? იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებია დანიშნული, ხოლო მმართველი „ქართული ოცნება“ კრიზისშია (პანდემიამ პარტიის მდგომარეობა გარკვეულწილად გამოასწორა, რადგან კორონავირუსთან მისი ბრძოლა საზოგადოების უმეტესობამ დადებითად შეაფასა, ასევე დასავლეთმაც), მაგრამ არჩევნებში მას მაინც მოუწევს ძალების დაძაბვა „ნაციონალების“ წინააღმდეგ. მიხეილ სააკაშვილი თუ უკრაინაში თანამდებობაზე დაინიშნებოდა, იგი ქართულ საქმეებს ჩამოშორდებოდა, რაც „ქართული ოცნებისათვის სასარგებლო იქნებოდა. ახლა კი ყოფილი პრეზიდენტი, თუ იგი უსაქმოდ დარჩება, მთელ ენერგიას საქართველოსაკენ მიმართავს.
კიდევ ერთი ასპექტი: არანაირი გარანტია არ არის იმისათვის, რომ თუ ექს-პრეზიდენტი უკრაინის ვიცე-პრემიერად დაინიშნებოდა, იგი უკრაინის ეკონომიკას გამოასწორებდა. ექსპერტების აზრით, უკრაინის მდგომარეობა ისეთია, რომ მას ათი სააკაშვილიც ვერ უშველის და შესაბამისად, როცა ვერაფერს გააკეთებდა, მისი იმიჯიც შეილახებოდა. „ქართულ ოცნებას“ კი შეეძლო ამგვარი სიტუაციის თავის სასარგებლოდ გამოყენება: აგერ, შეხედეთ, „ნაციონალებო“, თქვენი საყვარელი პიროვნება მეორედ წარუმატებელიაო.
მოკლედ, „ქართული ოცნების“ სიხარული იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მთავრობაში ვერ შევიდა, ცოტა გაუგებარია. ეს შეიძლება გადაჭარბებულად მოეჩვენოთ კიევში იმ ძალებს, რომლებმაც შეუძლიათ თბილისს ოფიციალური პროტესტი განუცხადონ - რატომ ერევით უკრაინის საშინაო საქმეებშიო..
მოამზადა სიმონ კილაძემ
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი