„სამარცხვინო ზავი“ - "ამ საზღვრების თანახმად, აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოს მიეკუთვნება“
რუსულ ყოველთვიურ გაზეთ „სრულიად საიდუმლო“-ში («Совершенно секретно») დაბეჭდილია ვრცელი ანალიტიკური სტატია, რომლის სათაურია „სამარცხვინო ზავი“(ავტორი - ალექსეი კირილენკო).
პუბლიკაცია ეხება ორ მეზობელი სახელმწიფოს დიპლომატიური ურთიერთობის ამსახველი დოკუმენტის - 1920 წლის 7 მაისს დადებული საზავო ხელშეკრულების 100 წლისთავს.
„რუსეთში ბევრმა ისტორიკოსმაც კი არ იცის ამ დოკუმენტის არსებობა, საქართველოში კი 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება არა მარტო ახსოვთ, არამედ ქართული პოლიტიკური ელიტა მას პოლიტიკური მიზნების მისაღწევადაც იყენებს. იმიტომ, რომ დოკუმენტში ორი სახელმწიფოს ტერიტორიის გამმიჯნავი სახელმწიფო საზღვრებია დაფიქსირებული და ამ საზღვრების თანახმად, აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოს მიეკუთვნება“, - აღნიშნულია სტატიაში.
„1990 წელს ეს ხელშეკრულება არგუმენტადაც კი იქნა გამოყენებული საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან საქართველოს სსრ-ის გამოსვლის თაობაზე. იმ პერიოდში ამ საკითხზე სპეციალური კომისიაც მუშაობდა, რომელმაც დაადგინა, თუ როგორ მუხანათურად და მზაკვრულ-ვერაგულად მოექცა რუსეთი საქართველოს.
რა თქმა უნდა, არიან ისინიც, რომლებიც თვლიან, რომ ძველი ხელშეკრულებები უკვე „მაკულატურად“ არიან გადაქცეულნი, მაგრამ განა შეიძლება მაკულატურა იყოს 1649 წლის რაინ-ვესტფალიის ხელშეკრულება, რომელმაც საერთაშორისო სამართალში ახალი პრინციპები შემოიტანა? თუნდაც იგივე საზღვრების აღიარების საკითხში. ამიტომაც ქართული მხარე თვლის, რომ 1920 წლის 7 მაისი ხელშეკრულება რუსეთთან დამოკიდებულებაში მნიშვნელოვანია და არაა გამორიცხული, რომ მისი მთავარი პრინციპი - ტერიტოიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობა - სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებზე იქნება წამოყენებული თბილისის მიერ“, - ნათქვამია სტატიაში.
პუბლიკაციის დასასრულს აღნიშნულია, რომ თავის დროზე რუსი ბოლშევიკები ამ დოკუმენტს „სამარცხვინო ხელშეკრულებად“ თვლიდნენ (ბრესტის ხელშეკრულების ანალოგად) და მას დროებითად მიიჩნევდნენ, რაც 1921 წლის თებერვალში დადასტურდა კიდეც.
მოამზადა სიმონ კილაძემ
წყარო: https://www.sovsekretno.ru/articles/pokhabnyy-mir/
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი