საქართველოს არჩევნებამდე ერთი ნაბიჯი აშორებს
რუსულ ჟურნალ „რიტმი ევრაზიი“-ში («Ритмы Евразии») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველოს არჩევნებამდე ერთი ნაბიჯი აშორებს“, რომელშიც განხილულია ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია, წინასაარჩევნო პოლიტიკურ ძალთა განლაგება, საარჩევნო კოდექსის ცვლილებები, პარლამენტის მიერ მათი მიღება, ხელისუფლებისა და ოპოზიციის დამოკიდებულება ცვლილებების მიმართ, საერთაშორისო შეფასებები და ა.შ. (ავტორი - ინა მარინინა).
გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:
„რას ფიქრობს თვითონ ქართველი ხალხი, რომლის ნებასა და სურვილს აქტიურად იმოწმებს როგორც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, ასევე ოპოზიცია და დასავლელი დიპლომატები?
მოსახლეობის განწყობა ჭრელია და არაერთგვაროვანი: კერძო არაოფიციალურ საუბრებში რიგითი მოქალაქეები, რომლებიც პოლიტიკიდან შორს დგანან, მაგრამ რომლებმაც ქვეყნის ბედი უნდა გადაწყვიტონ, დაბნეულებას ამჟღავნებენ. ისინი სერიოზულად იმედგაცრუებულნი არიან „ქართული ოცნების“ მიერ 8 წლის განმავლობაში ქვეყნის მართვის შედეგების გამო. ამის მიზეზები ის უხვი დაპირებებია, რომელთა უმეტესი ნაწილი ან საერთოდ არ განხორციელებულა, ან მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა და ხალხში კმაყოფილების გრძნობა არ გამოუწვევია.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სავარაუდო რევანშს, ნეიტრალურ პოზიციაზე მდგარ ამომრჩევლებს არც მათი დაბრუნება არ სურთ ხელისუფლებაში, რადგან კარგად ახსოვთ „ნაციონალთა“ პოლიტიკა: მუდამ უცხოეთის აგენტების ძიება, მუდამ სხვების დადანაშაულება საკუთარ შეცდომებში, მუდამ რეპრესიები და ძალადობა საკუთარი მოქალაქეების მიმართ - როგორც ქუჩაში, ასევე საპყრობილეებში, არასტაბილურობა კონფლიქტურ რეგიონებში და ა.შ.
რასაკვირველია, ორივე ძირითად პოლიტიკურ ძალას თავისი მხარდამჭერები ჰყავს: ძირითადად ესენია როგორც „ქართული ოცნების“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ აქტივისტები, ასევე საბიუჯეტო სტრუქტურების თანამშრომლები, რომლებიც კარგად არიან თავშეფარებულნი სახელმწიფოს ჭერქვეშ, და კიდევ არასამთავრობო ორგანიზაციები და მასმედია, რომლებიც ამა თუ იმ პოლიტიკური ძალისაგან ფინანსურად იკვებებიან. მოსახლეობა კი, რომლის ნებას და სურვილს პოლიტიკოსები „ასრულებენ“, მესამე ძალის გამოჩენის იმედებით ცხოვრობს ისეთი ძალისა, რომელიც, თუ ხელისუფლებაში მოვა, ამომრჩევლის უფლებებსა და ინტერესებს დაიცავს. მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ ასეთი ძალა საქართველოში ჯერ-ჯერობით ჰორიზონტზე არ ჩანს“.
მოამზადა სიმონ კილაძემ
წყარო: https://www.ritmeurasia.org/news--2020-07-08--gruzija-v-shage-ot-vyborov-49829
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"