"პოლიტპატიმრები იბრძვიან დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის, ჩვენ კი პატივი უნდა ვცეთ მათ მემკვიდრეობას"
ბელგიის ყოველდღიურ გაზეთ «New Europe»-ში (იბეჭდება ბრიუსელში) დღეს, 7 აგვისტოს, გამოქვეყნდა ქართველი კინორეჟისორის გიორგი ხაინდრავას სტატია სათაურით „პოლიტპატიმრები იბრძვიან დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის, ჩვენ კი პატივი უნდა ვცეთ მათ მემკვიდრეობას“.
როგორც ცნობილია, ევროპარლამენტის ზოგიერთი დეპუტატი უკმაყოფილოა ქართული თემიდის გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვით, გიორგი რურუას პატიმრობა მიესაჯა. ასეთ დეპუტატთა შორისაა ანდრიუს კუბილიუსი, ლიეტუველი პოლიტიკოსი.
სტატიაში გიორგი ხაინდრავა ევროპარლამენტის დეპუტატს ანდრიუს კუბილიუსს მიმართავს და აცხადებს, რომ მცდარი და უპასუხისმგებლოა მისი თვალსაზრისი გიორგი რურუას პოლიტპატიმრად შერაცხვის თაობაზე, ვინაიდან გიორგი რურუა, უბრალოდ, დამნაშავეა. „არასწორია იმ ადამიანის პოლიტპატიმრად მოხსენიება, რომელსაც სერიოზული დანაშაული აქვს ჩადენილი და საქართველოს მოსახლეობას ატერორებდა“, - წერს ავტორი, კინორეჟისორი, ფრანგული ორდენის კავალერი, რომელიც ადრე კონფლიქტების მოგვარების სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა.
„გიორგი რურუას და მისი კოლეგების დანაშაულებრივი ქმედებები რეალურად მოხდა. მათი მინიმუმამდე შემცირება შეუძლებელია. მათ მსხვერპლსაც არ უნდა წაერთვას სამართლის პოვნის უფლება იმ მიზეზით, რომ პოლიტპატიმრის სტატუსს ამოეფარა. ეს ტერმინი მათ უნდა ატარონ, ვინც ამას იმსახურებს სინამდვილეში. ჩვენ, ყოფილი საბჭოთა კავშირის მოქალაქეებს, გვახსოვს ის ადამიანები, რომლებიც თავიანთი რესპუბლიკების დამოუკიდებლობისათვის კომუნისტურ რეჟიმს ებრძოდნენ, მათ შორის, ლიეტუვას ჩათვლით. ის ადამიანები - დისიდენტები - მსხვერპლად შეეწირნენ საბჭოთა რეჟიმს. მე მხოლოდ ზოგიერთს გაგახსენებთ: ლიეტუველი კარდინალი სიგიტას ტემკიავიჩუსი, ლიეტუვის ჰელსინკის ჯგუფის წევრები კაროლის გარუცკასი, ვიქტორას პეტკუსი, თომაშ ვენცლოვასი... ქართველი მერაბ კოსტავა, გიორგი ჭანტურია, სომეხი პარუირ აირიკიანი... აი, ესენი იყვნენ ნამდვილი პოლიტპატიმრები. მათ თავიანთი რწმენისა და თვალსაზრისის, აქტიურობის გამო დევნიდნენ და სისხლის სამართლებრივად სჯიდნენ... ეროვნული და ევროპული სასამართლოს მიერ ბრალდებული კრიმინალები კი არც ამ ტიტულს იმსახურებენ და არც ვინმეს მხარდაჭერას. (...)
იმედი მაქვს, რომ საქართველოში თავისუფლებისა და დემოკრატიის მოყვარული ყველა ადამიანი ერთად იმუშავებს და ბრიუსელელი პარტნიორები გააგრძელებენ საქართველოს დახმარებას ევროპული ინტეგრაციის გზაზე, რასაც ამგვარი დავები წინ ვერ აღუდგება“,- წერს გიორგი ხაინდრავა «New Europe»-ში დაბეჭდილ სტატიაში.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"