"მაიკ პომპეოსთან პროდუქტიული შეხვედრა შედგა"- გიორგი გახარია
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან პროდუქტიული შეხვედრა შედგა.
მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსული ოკუპაციის, რეგიონის გეოპოლიტიკის, შავი ზღვის უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებს.
„აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან იყო პროდუქტიული შეხვედრა, რომელმაც რუსული ოკუპაციის, რეგიონის გეოპოლიტიკის, შავი ზღვის უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხები დაფარა.
აშშ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია დემოკრატიის და კანონის უზენაესობის გაძლიერებაში. საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობა არასოდეს ყოფილა უფრო დინამიური და ის განაგრძობს ზრდას“, – წერს გიორგი გახარია „ტვიტერის“ გვერდზე.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
