ამაზე პასუხი და სიმართლე გახლავთ ის, რომ საქართველოს დღეს აქვს ბევრად უფრო განვითარებული დემოკრატია, ვიდრე ჩვენ როცა ჩავიბარეთ ხელისუფლება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, უზრა ზეიას გუშინდელი განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
“ოპოზიციურ ველზე ბოლო დღეებში კონტურები იკვეთება მინიმუმ 3-4 პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.
ჩვენ უკვე 16 წელია, ღია კარში ვდგავართ, ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა უნდა იფიქრონ ამაზე, რომ უსაფრთხოებას არ განაპირობებს დაპირებები, უსაფრთხოებას უზრუნველყოფს გადაწყვეტილებები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საკონსტიტუციო სარჩელზე იმიტომ, რომ რუსული კანონი, რომელიც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას, არის არაკონსტიტუციური - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
საზოგადოებამ თავისი საწყისი სიტყვა თქვა. იმიტომ, რომ 100 დღე, მე მგონი, გავიგებთ ძალიან ხმამაღალ სიტყვას და ხმას - საზოგადოების, ხალხის, საქართველოსი. და შედეგი 26 ოქტომბერს იქნება , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამოქალაქო მოძრაობის „აირჩიე ევროპის“ პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
2024 წლის მეორე ნახევარი და 2025 წელი ლიბერალური ფაშიზმის დამარცხების წელია - ნახეთ, როგორ სამარცხვინოდ დამარცხდნენ მმართველი პარტიები ცენტრალური ევროპის ქვეყნებში! ჩვენ მორალს ის ლიდერები გვიკითხავენ, რომელთაც თურმე თავიანთი მოსახლეობა მხარს არ უჭერს და ლეგიტიმაცია არა აქვთ, - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებთან მმართველი პარტიის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
