ივნისი 30 2024 წაკითხვა 361 ჯერ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბუქარესტში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაში მიიღო მონაწილეობა და სიტყვითაც გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ივნისი 29 2024 წაკითხვა 434 ჯერ

საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, გაიწვიოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი” და შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების ყველა აქტი. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ჟენევაში გაეროს ოფისსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში 36 ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლობა ავრცელებს.

ივნისი 29 2024 წაკითხვა 493 ჯერ

“დასავლეთი ფსონს ოპოზიციის ლიდერობაზე სალომე ზურაბიშვილზე დებს - ასეთი აღმა აქვს მმართველ გუნდს და ისინი დარწმუნებული არიან, რომ ბრიუსელში 6 პარტიის მიერ ხელმოწერილი დეკლარაცია პრეზიდენტ ზურაბიშვილის “ქართული ქარტიის” განმტკიცებაა.

ივნისი 28 2024 წაკითხვა 344 ჯერ

პრემიერ-მინისტრმა თავის გამოსვლაში სწორად აღნიშნა, რომ წარმატებები ფეხბურთში, წარმატებები სპორტის სხვადასხვა სახეობებში პირდაპირ გამოხატავს ქვეყნის განვითარების დონეს. რასაკვირველია, ეს შედეგები ვერ იქნებოდა მიღწეული თუ ქვეყანაში არ არის მშვიდობა და უსაფრთხოება, თუ ქვეყანაში არ არის სათანადო ეკონომიკური ზრდა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მოხსენებით პარლამენტის წინაშე წარსდგა.

ივნისი 28 2024 წაკითხვა 328 ჯერ

დღევანდელი სხდომა არის კიდევ ერთი ილუსტრაცია იმისა, რომ სადაც არ არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა", იქ არის სიმშვიდე და იქ არის მშვიდობა. ეს არის ამ ყველაფრის კარგი მაგალითი. მეორე მხრივ, სადაც არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა", იქ არის უკულტურობა, უზრდელობა, უინტელექტობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტში, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ივნისი 28 2024 წაკითხვა 521 ჯერ

კონკრეტულად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში განსაკუთრებული ღალატის ქრონიკა იწყება 2008 წლის ომიდან 2 თვის შემდეგ, როდესაც მათ მოაწერეს ხელი [რეზოლუციას], რომლითაც ქართველი სამხედროები დაადანაშაულეს ომის დაწყებაში და იგივე ადგილას ზუსტად, გუშინ და გუშინწინ, მაშინ, როდესაც მთელი საქართველო ეროვნული ნაკრების უპრეცედენტო წარმატებას ზეიმობდა „ნაცმოძრაობა“ აინიცირებდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან საქართველოს ამორიცხვის საკითხს, არც მეტი არც ნაკლები, უბრალოდ ეს ვერ მოხვდა შესაბამის პროექტში , - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობდა.

გვერდი 207 სულ 729
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.