სანქციები არის არასერიოზული, თუმცა არასერიოზულთან ერთად, სანქციები არის შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის, ასევე ეს არ შეესატყვისება პარტნიორობის სულისკვეთებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გერმანიაში ჟურნალისტებს განუცხადა.
ვფიქრობ, ირაკლი კობახიძე ბერლინში მოისმენს იმ სავარაუდო დღის წესრიგს, რომელიც დასავლეთში ახლა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მწიფდება - ის ამ კონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილის კურიერი იქნება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბერლინში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.
ეს არის „ქართული ოცნების“ ხრიკი - ირაკლი კობახიძემ იცის, რომ ცალკე მას არავინ ეპატიჟება - რომ ჩავიდეს [დასავლეთში] არავინ ხვდება. ახლა უნდა, რომ ამ დიდ ფორუმში მონაწილეობით როგორღაც დადგეს ევროპელი ლიდერების გვერდით, - ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობას გამოეხმაურა.
ევროპარლამენტის არჩევნებით ევროპაში ახალი პოლიტიკური რეალობის ჩამოყალიბება დაიწყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვხედავთ სიძულვილის და ზიზღის კამპანიას, რომელშიც ჩართულები არიან რადიკალური ძალები - ძალადობა უნდა დავგმოთ ცალსახად და არ უნდა ვიკითხოთ, თუ ვის ეხება ის, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმაზე დასმულ კითხვას უპასუხა.
უკრაინის აღდგენის კონფერენციის გახსნამდე ბერლინში, ქართული მედიის წარმომადგენლებთან კომენტარში პრემიერ-მინიტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კონფერენციაზე გამოხატავს საქართველოს პოზიციას რეგიონში რუსეთის სამხედრო აგრესიაზე და გამოთქვამს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
