April 11, 2026

ივნისი 24 2024 წაკითხვა 483 ჯერ

გვჯეროდა, რომ ის ნეიტრალური და დამოუკიდებელი იყო. დღეს რას ვხედავთ? პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციით უნდა იყოს მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და ნეიტრალური, ხელმძღვანელობს რადიკალების გაერთიანების პლატფორმას. - ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამსალომე ზურაბიშვილის შესახებ განაცხადა.

ივნისი 24 2024 წაკითხვა 417 ჯერ

ჩვენ მსოფლიოში ვხედავთ უკვე, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა არ ემხრობა „გეი პარადების“ ჩატარებას, არ ემხრობა ლგბტ პროპაგანდას, ბავშვებში განსაკუთრებით და არც მოზარდებში. სხვათა შორის, ევროპის საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა და წამყვანი ევროპული ქვეყნების საზოგადოების უმრავლესობამ ეს უკვე დაადასტურა, როცა უარი უთხრა ამ ულტრა ლიბერალურ მიდგომებს, მათ შორის ლგბტ პროპაგანდის მიმართულებით. შესაბამისად, საქართველოში ჩვენ გვინდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, საზოგადოება, განსაკუთრებით არასრულწლოვანები ამ ლგბტ პროპაგანდისგან, რომელიც არის რეალური, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმაგურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ივნისი 24 2024 წაკითხვა 469 ჯერ

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ძირს უთხრის არამხოლოდ ქვეყნის თავისუფალ, დემოკრატიულ მომავალს, არამედ გვიზღუდავს ევროპული კეთილდღეობის მიღების შესაძლებლობას, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ივნისი 21 2024 წაკითხვა 503 ჯერ

გვაქვს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა. დარწმუნებული ვართ, ჩვენი პოლიტიკით, საბოლოო ჯამში, შესაძლებელი იქნება საქართველოს, ქართველების ოცნების ახდენა და საქართველო იქნება ერთიანი, მთლიანი სახელმწიფო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბერლინში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ივნისი 21 2024 წაკითხვა 352 ჯერ

ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არა ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაგრამ თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა და საქართველოს ელჩებს მიმართა.

ივნისი 21 2024 წაკითხვა 480 ჯერ

გამჭვირვალობის კანონი არ მომწონს არც საქართველოში, არც ამერიკაში, არც კანადაში და არც ევროპაში, ცუდი კანონია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.

გვერდი 223 სულ 736
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.