ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი ვინ დასანქცირდება, მნიშვნელოვანია ქვეყანა გადარჩეს - ის ფაქტი, რომ მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით ვერ და არ გაიხსნება, უკვე არის ერთგვარი სანქცია, რაც „ოცნებამ“ქვეყანას გამოუწერა, - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა ევროკავშირის სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა.
ეს დაწესებულება [სპეციალური საგამოძიებო სამსახური] სახელი კი აქვს რიხიანი, სინამდვილეში არის სამარცხვინო ორგანიზაცია. ორი თვეა წელათრევით აწარმოებენ გამოძიებას - დაზარალებულად არ მცნობს, მეტი რაღა უნდა დავზარალებულიყავი? ნეკნი მომტეხეს. ასეთ სამარცხვინო ქვეყანაში ვცხოვრობთ, - ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
13 ივნისს იწყება დიდი შვიდეულის (G7) სამიტი, რომლის გახსნამდეც ჯგუფის წევრები დათანხმდნენ აშშ-ის წინადადებას უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხი გირაოდ დაეყრდნოს რუსეთის გაყინულ ქონებას. ეს შეთანხმება წარმოადგენს კიევისთვის გამოცხადებულ მძლავრ მხარდაჭერას, მაშინაც კი, თუკი ევროპის პოლიტიკური სივრცეში მემარჯვენე სპექტრის ძალები ძლიერდებიან.
ზურაბ ჯაფარიძეს თავხედობა ჰყოფნის, უნდა, „ნაცების“ ელექტორატით პარლამენტში მოვიდეს და თანამდებობებიც დაიტოვონ, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ვხედავთ მუქარას, დაშინების მცდელობას, სატელეფონო ზარებს, ოჯახის წევრებზე თავდასხმას, ზიზღის ენას, ამ ყველაფერს კოორდინირებულად ახორციელებენ რადიკალური ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
ყველას გვახსოვს 2015 წლის 13 ივნისი, დღე, რომელმაც ათობით ადამიანის სიცოცხლე წაგვართვა და ასევე, გაგვაცნო გმირები, რომელთა დამსახურებით, ათობით ადამიანი გადარჩა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის სხდომაზე განაცხადა.
თბილისის მერმა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და მადლობა გადაუხადა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც გაწმენდით ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობდნენ.
„დღეს 13 ივნისია, ჩვენი ქვეყნისა და თბილისის ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღე. ყველას 2015 წლის 13 ივნისი გვახსოვს. დღე, რომელმაც წაგვართვა ათობით ადამიანის სიცოცხლე და ასევე, გაგვაცნო გმირები, რომელთა დამსახურებით, ასევე, ათობით ადამიანი გადარჩა. ამ უმძიმესმა ტრაგედიამ აღმოგვაჩენინა ახალი თბილისი, ათასობით ახალგაზრდა, რომელიც გაერთიანდა და ნუგეშად იქცა მთელი ქალაქისთვის. ყველას გვახსოვს, რამდენად რთული მდგომარეობა იყო და როდესაც გათენდა სრულიად საქართველო გაერთიანდა და ერთმანეთის მხარდამხარ, გვერდიგვერდ აღდგენითი სამუშაოები დავიწყეთ.
კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს, ნათესავებს ღმერთმა მათი სული ნათელში ამყოფოს. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველაფრის აღდგენა შესაძლებელია - დანგრეული, გაუბედურებული ინფრასტრუქტურის, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენს თანაქალაქელებს და თანამემამულეებს ვერ დავიბრუნებთ“, - განაცხადა კალაძემ.
