April 11, 2026

ივნისი 20 2024 წაკითხვა 603 ჯერ

ყველა ქვეყანა თვითონ წყვეტს, ვინ შეუშვას საკუთარ ქვეყანაში და ვინ – არა, აშშ-ის ელჩი პასუხისმგებელია ორმხრივ ურთიერთობაზე და თავისი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

ივნისი 20 2024 წაკითხვა 420 ჯერ

ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია, თუმცა ხელფასის აღებას ბოიკოტს არ უცხადებენ, ასეთი მოცემულობა გვაქვს,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ.

 

მისივე თქმით, „როგორც ჩანს, ოპოზიციას ასე ესმის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება“.

 

„სამწუხაროა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები საერთოდ არ ესწრებიან სხდომას. როგორც ჩანს ასე ესმით საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება. ისინი არიან ბოიკოტის რეჟიმში, თუმცა ხელფასის აღებას ბოიკოტს არ უცხადებენ, ასეთი მოცემულობა გვაქვს.“- განაცხადა ოხანაშვილმა.

 

ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ.

 

დეპუტატების წინაშე გასაუბრებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამი კანდიდატი: გიზო უბილავა, ბადრი შონია და გოჩა ჯეირანაშვილი გაივლის.

ივნისი 20 2024 წაკითხვა 861 ჯერ

სასამართლოში არავითარი კლანი არ არსებობს. ამ წლების განმავლობაში ერთი ფაქტიც ვერ დაასახელეს, რას უწოდებენ "კლანს", - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა გიზო უბილავამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ.

ივნისი 20 2024 წაკითხვა 581 ჯერ

„გავრილოვის ღამით“ დაიწყო „ქართული ოცნების“ ნიღბის ჩამოხსნა. პირველად აქ გამოვლინდა მისი რუსული შინაგანი არსი და სახე, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

ივნისი 20 2024 წაკითხვა 465 ჯერ

საქართველოს მოქალაქეები დაბალ ნიშნულზე არიან, საშუალება არ აქვთ აშშ-ის ვიზა მიიღონ და გათანაბრებული არიან იმ ქვეყნებთან, რომლებიც ამერიკის პარტნიორ ქვეყნებს არ წარმოადგენენ, ეს არის მოცემულობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

ივნისი 19 2024 წაკითხვა 535 ჯერ

ძალიან საინტერესო იყო ამერიკის ელჩის განცხადება ანაკლიასთან დაკავშირებით - მისი შეფასება აბსოლუტურად ობიექტური და სწორი იყო, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გვერდი 224 სულ 736
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.