მარტი 06 2024 წაკითხვა 408 ჯერ

არის მაღალი ფასები, სიღარიბე, მოქალაქეებს უწევთ ქვეყნის დატოვება და თუ ასე გაგრძელდა, დასაქორწინებელიც არავინ დარჩება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ ახალ კანონპროექტს, რომელიც ლგბტ პროპაგანდის შეჩერებას გულისხმობს.

მარტი 06 2024 წაკითხვა 619 ჯერ

ადეიშვილი ან კეზერაშვილი ასე ლაღად რომ დადიან და ბიზნესით არიან დაკავებულები, ეს „ქართული ოცნების“ ბრალია, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ყოფნას გამოეხმაურა.

მარტი 06 2024 წაკითხვა 416 ჯერ

ხელმოცარულებს ყველას ამბიცია აქვს, მათ რომ ჰკითხო, ყველა ნაპოლეონია და სიაზე ვერ შეთანხმდნენ, ყველა ახალ-ახალ პარტიას ქმნის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მარტი 06 2024 წაკითხვა 493 ჯერ

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ლგბტ თემთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელზეც უმრავლესობა მუშაობს, წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ძირითად უფლებებთან, უნდა იცავდეს თანასწორობის პრინციპს და არ ზღუდავდეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.

მარტი 05 2024 წაკითხვა 698 ჯერ

კოვიდის დროს, 2021 წელს მთავრობამ ანაბრები შიდა ვალიდან ამოიღო! აპირებს თუ არა ირაკლი კობახიძე და საქართველოს მთავრობა, საქართველოს მოსახლეობის ეს საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ვალი ისევ შიდა ვალად აღიაროს და დააბრუნოს, და საერთოდ აპირებს თუ არა ამ პრობლემის ოდესმე მოგვარებას „ქართული ოცნება“, სანამ ის ხელისუფლებაშია?" - ამის შესახებ „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მარტი 05 2024 წაკითხვა 591 ჯერ

რა ქენი გუდუნა ეს? რას დაგამსგავსეს ბიჭო, ჰა? რა გიქნა „სტრატეგია აღმაშენებელმა“ - არ მინდა გაგაბრიყვოს იმან [ვაშაძემ], პარტია აქვს ისეთი, ოგბუნუჯუმ აჯობა, ასეთმა კაცმა წაგართვა თანამდებობა და პარტიაც აგახია, აფერუმ შენს პოლიტიკოსობას! - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

გვერდი 268 სულ 737
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.