გერმანიაში არ არსებობდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე დაფუძნებული მიზეზი იმისთვის, რომ ადეიშვილისთვის აეკრძალათ პარლამენტში შესვლა, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
რაც ნეგატიურად ვერ გაპიარდება, იქ ოპოზიციას ინტერესი არ აქვს, სიღრმისეულ და ლოგიკურ ბრძოლაში ვერაფერს ახერხებენ, პოპულისტურ, ტრაფარეტულ განცხადებებს აკეთებენ, ოღონდ, ლგბტ პროპაგანდის მხარეს დგომა რაღაცით „გაიპრავონ“ და ვითომ ახლა ფასებით შეწუხდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას 80 წლის იუბილეს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
დავით ხიდაშელს არც ანტიდასავლური, არც პრორუსული და მითუმეტეს, არც ანტიქართული იდეა არ გამოუმჟღავნებია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გუშინ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ის დავით ხიდაშელს შეხვდა.
„სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, არჩევნებში ისინი 40%-მდე აიღებენ.
„გირჩის“ დეპუტატის, იაგო ხვიჩიას ინფორმაციით, ხელი დაარტყეს. შემთხვევა „გირჩის“ ოფისში გუშინ მოხდა.
