ოპოზიციაში კატასტროფული ვითარებაა ყველა მიმართულებით, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.
სალომე ზურაბიშვილი თავს ისაწყლებს და იიმედებს, სინამდვილეში, არც მოსაწყლების და არც იმედის საფუძველი აქვს, რადგან იცის, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მხარს არ დაუჭერს იმპიჩმენტს, ასევე, „ოცნება“ მაგრად იქნება შემდეგი ოთხი წელიც და კიდე იმის შემდეგი ოთხი წელიც, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
სამწუხაროდ, დადასტურდა, რომ ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს მეთაური, ქალბატონი სალომე დადასტურებულად არის კონსტიტუციის დამრღვევი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხის განხილვას პარლამენტი ხვალიდან, 18 ოქტომბრიდან, აპირებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა დღეს, 17 ოქტომბერს.
როდესაც რამდენიმე დეპუტატი და მათ შორის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი ვიყავით შეხვედრაზე პრეზიდენტთან, მაშინ იყო დისკუსია, წარმოდგენილიყო თუ არა პრეზიდენტი პარლამენტში, ჩემი პოზიცია ყოველთვის იყო ის, რომ მისი მოსვლა და აქ სიტყვით გამოსვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
არ გადავდგები, არ გადმოვდგები, პარლამენტშიც მივალ, მინდა, ვურჩიო ოპოზიციას, ძლიერი სურათი თუ უნდათ, გარეთ დადგნენ, შიგნით მე ვიქნები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელი მიმართვისას განაცხადა.
